მთავარი რჩევები შენი სახე შენი ჯანმრთელობის ანარეკლია – 8 დაავადება, რომელზეც ჩვენი სახე მიგვანიშნებს

შენი სახე შენი ჯანმრთელობის ანარეკლია – 8 დაავადება, რომელზეც ჩვენი სახე მიგვანიშნებს

by guramus

ადამიანის ორგანიზმი უკიდურესად რთული და ჭკვიანი სისტემაა. იგი სხვადასხვა დაავადების განვითარებისას თავდაუზოგავად ცდილობს, შეგატყობინოთ პათოლოგიის შესახებ, რათა ჩვენ მალევე შევძლოთ მისგან გათავისუფლება. სახე სხეულის ერთ-ერთი ნაწილია, რომელზეც დაავადებების სიმპტომები საკმაოდ სწრაფად ჩნდება. სარკეში, ანარეკლზე კარგად დაკვირვებით თქვენი ჯანმრთელობის დაცვა შეგეძლებათ.

დღეს ჩვენ ვისაუბრებთ 8 ყველაზე გავრცელებულ სიმპტომზე, რომელიც ორგანიზმი სახეზე ავლენს:

1. კანის აქერცვლა

ხშირ შემთხვევაში, კანის აქერცვა ვიტამინ А-ს ან В2-ის ნაკლებობაზე მიუთითებს. ამ პრობლემისგან განთავისუფლებაში სწორად შერჩეული რაციონი დაგეხმარებათ. თუმცა, თუ აქერცვლას თან ახლავს ძლიერი ქავილი, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, რადგანაც ეს, შესაძლოა, სოკოს ან ალერგიული რეაქციის არსებობაზე მეტყველებდეს.

2. წითელი ცხვირი

ცხვირზე დიდი რაოდენობით სისხლძრღვია განლაგებული, რომელთა გადიდებაც ცხვირის ფერის შეცვლას იწვევს. სიწითლის მიზეზი შეიძლება იყოს ალერგია, სუჰრდო, ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებები, სტრესი. თუმცა, თუ ცხვირი დიდი ხნის განმავლობაში რჩება წითელი, მიმართეთ ექიმს. შესაძლოა, თქვენი ორგანიზმი გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ სისხლძარღვებს და შეიცვალოთ ცხოვრების სტილი.

3. პეპლის ფორმის გამონაყარი

სახეზე გამონაყარი, ხშირად, უხარისხო კოსმეტიკის გამოყენების, კლიმატის ცვლილების, ალერგიის ან ტკბილეულის ჭარბი მიღების შედეგად ჩნდება. მაგრამ თუ ამ გამონაყარს პეპლის ფორმა აქვს და ორივე ლოყა უჭირავს, ეს შეიძლება სისტემური წითელი მჭამელას სიმპტომი იყოს. აღნიშნულ დაავადებას თან, ასევე, ახლავს ტკივილი სახსრებში, თითების გაბუჟება სიცივეზე და ციებ-ცხელება. ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, რაც შეიძლება სწრაფად.

4. აქერცვლა ცხვირისა და ტუჩის მიდამოებში

ამ მონაკვეთში კანის დაზიანების მიზეზი სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს, ხშირ შემთხვევაში, აქერცვლა ჩვენს ორგანიზმში ვიტამინების: А, В, С და Е-ს ნაკლებობითაა გამოწვეული. პრობლემის გადაწყვეტა რაციონის შეცვლით შეგიძლიათ. გირჩევთ, ჩააბაროთ აუცილებელი ანალიზები, რათა გაერკვეთ, რომელი ვიტამინის დეფიციტი გაქვთ.

ამას გარდა, ცხვირს ქვემოთ შეინიშნება მაცერაცია(კანის დარბილება სითხის ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად), რაც რინიტის სხვადასხვა ეტიოლოგიის დროს ჩნდება. განსაკუთრებით დამახასიათებელია წყლისმაგვარი გამონადენი ცხვირიდან.

5. ტუჩების დასკდომა

თუ ამ სიმპტომს თან ახლავს კუნთების სისუსტე ტუჩის კუთხეებში, ეს შესაძლოა ვიტამინ В2-ის ნაკლებობაზე მიგვითითებდეს. ამ დეფიციტის შევსებაში დაგეხმარებათ მიწისთხილი, სოიო, მსხალი, ატამი, ყვავილოვანი კომბოსტო. თუმცა, რაციონის გადახედვამდე კარგი იქნება სპეციალისტთან კონსულტაცია.
ამას გარდა, დახეთქილი ტუჩები ჰეილიტზეც შეიძლება მიუთითებდეს, რომლის გაჩენის ძირითადი მიზეზებია: ერიტემატოზი(სისტემური წითელი მჭამელა), ფსორიაზი, სიფილისი, ტუბერკულოზი და ვილსონის სირსველია.

6. წრეები და „ტომრები“ თვალქვეშ

ძალიან ხშირად, მუქი წრეები მემკვიდრულ თვისებად გევვლინება, თუმცა, თუ ეს სიმპტომი ცოტა ხნის წინ გაგიჩნდათ, აუცილებლად უნდა გაერკვეთ ისეთ გამომწვევ მიზეზებში, როგორებიცაა: მოწევა, ალერგია, ჰორმონალური დისბალანსი, ძილის უკმარისობა, მარილიანი საკვების, ყავის ან ალკოჰოლის ჭარბი მიღება, ორგანიზმის ქრონიკული ინტოქსიკაცია, ქრონიკული ტონზილიტი. პრობლემის წყაროსგან გათავისუფლების შემდეგ, მუქი წრეები და „ტომრები“ თვალქვეშ უნდა გაქრეს, ამ პრობლემის დროებით შესანიღბავად კი შეგიძლიათ ცივი კომპრესები გამოიყენოთ.

7. სახის კანის ან სკლერას მოყვითლო ელფერი

ყველაზე ხშირად, ეს ცვლილება იმაზე მეტყველებს, რომ თქვენს ორგანიზმში ძალიან ბევრი მავნე ნივთიერება დაგროვდა. ხანდახან, სახისა და თვალების მოყვითალო შეფერილობა ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების შედეგიც შეიძლება იყოს. ურიგო არ იქნება, თუ ნაღვლის ბუშტის, ღვიძლისა და კუჭქვეშა ჯირკვლის მდგომარეობას შეამოწმებთ და გამორიცხავთ ჰეპატიტის, ინფექციური მონონუკლეოზისა და ვირუსული ინფექციების არსებობას.

8. წარბებისა და წამწამების შეთხელება

თუ ეს სიმპტომი კანის სიმშრალესთან, დაღლილობასთან, აპათიისა და წონის უმიზეზო მატებასთან ერთად ვლინდება, შესაძლოა თქვენი ფარისებური ჯირკვალი სუსტად ფუნქციონირებს. ამ შემთხვევაში გირჩევთ, გაიაროთ კონსულტაცია პროფილურ სპეციალისტთან და ჩააბაროთ სისხლის ანალიზი თირეოდული ჰორმონების დონის დასადგენად.

ასევე, აღნიშნული სიმპტომი ვლინდება ავიტამინოზის შემთხვევაშიც, პირველ რიგში, А, Е, D დაВ ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობის, ეგზემისა და ავტოიმუნური პათოლოგიების დროს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სახეს შეუძლია, გაგვაფრთხილოს ორგანიზმში დეფიციტისა და სხვადასხვა დაავადების არსებობის შესახებ, ამიტომაც, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ორგანიზმის სიგნალებს და მიიღეთ ზომები მათ გასარკვევად.