მთავარი კულინარია როგორ მოვაშოროთ ტაფას ჩამჯდარი ნადები სწრაფად და მარტივად?

როგორ მოვაშოროთ ტაფას ჩამჯდარი ნადები სწრაფად და მარტივად?

by guramus

ახალი ტაფები ძალიან მალე იფარება ნადებით. ხდება ხოლმე, როცა ჭურჭელი გადასაგდებად გენანებათ, თუმცა არც მათი გახეხვის ძალა გაქვთ.

გთავაზობთ ჭურჭელზე მიმწვარი ნადების მოშორების უტყუარ მეთოდს, რომლის განსახორციელებლადაც დაგჭირდებათ:

• 5ლ წყალი;

• 100 გრ კალცინირებული სოდა;

• 100 გრ სილიკატური ან საკანცელარიო წებო;

• 100 გრ მდოგვის ფხვნილი.

პროცედურის დაწყებამდე ჩაიცვით ხელთათმანები და გახსენით ფანჯრები.

აადუღეთ წყალი და ჩაყარეთ ინგრედიენტები თანმიმდევრობით, თან გულმოდგინედ მოურიეთ. მოხსენით ტაფას პლასტმასის სახელური და შეინახეთ, ტაფა კი მდუღარე წყალში ჩადეთ(დარწმუნდით, რომ იგი წყლით ბოლომდე დაიფარა). დაახურეთ თავსახური და ხარშეთ ჭურჭელი 15-20 წუთის განმავლობაში, თუ ტაფა ნადების საშუალო ფენითა დაფარული. ხოლო დაელოდეთ 1 საათით, თუ ნადები სქელი და ძველია.

გააგრილეთ წყალი. ამოიღეთ ტაფა. ნადები მოაცალეთ დანით, მეტალის ღრუბლით და ნებისმიერი ჭურჭლისსარეცხი საშუალებით. ეს დიდ დროს არ წაგართმევთ, ვინაიდან ნადები დიდ ნაწილებად დაიმსხვრევა.