მთავარი რჩევები “ეს სამი ინგრედიენტი შევურიე ერთმანეთში და სახის შესანიშნავი ნიღაბი გამომივიდა. ჩემი კანი საოცრად ბზინავს.”

“ეს სამი ინგრედიენტი შევურიე ერთმანეთში და სახის შესანიშნავი ნიღაბი გამომივიდა. ჩემი კანი საოცრად ბზინავს.”

by guramus

დღეისათვის, მაღაზიებში უამრავი სახის კოსმეტიკურ საშუალებას შეხვდებით, რომლებიც თქვენს კანს წარმოუდგენელ ეფექტებს ჰპირდება. ხშირად, ეს მხოლოდ მწარმოებლის მარკეტინგული ხრიკია.

თუმცა, არსებობს ბიუთი-პროცედურები, რომლებსაც მსოფლიოში მილიონობით ქალბატონი საკუთარ თავზე ცდის უკვე ასწლეულზე მეტია.

მათ შორის შეგვიძლია გამოვყოთ ეფექტური და, ამასთან, ძალიან მარტივი და ხელმისაწვდომი რეცეპტი კურკუმითა და თაფლით.

კურკუმა ინდური სანელებელია. იგი კულინარიაში, მედიცინასა და კოსმეტოლოგიაში ფართოდ გამოიყენება. მის შემადგენლობაში შედის ისეთი სასარგებლო კომპონენტები, როგორებიცაა: ეთერზეთები, В ჯგუფის ვიტამინები, რკინა, კალციუმი და იოდი. ასევე, კურკუმა ბუნებრივ ანტიბიოტიკად ითვლება.

აღმოსავლელი ქალბატონები ჯერ კიდევ უძველესი დროიდან აფასებდნენ ამ სანელებლის დადებით გავლენას ორგანიზმზე და დაიწყეს მისი გამოყენება კანისთვის სხვადასხვა ნიღბებში, სილამაზისა და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად.

კურკუმას შემდეგი სასარგებლო თვისებები გააჩნია:

• აახალგაზრდავებს კანს და აგლუვებს ნაოჭებს;

• ხსნის ანთებასა და გაღიზიანებას;

• ანტისეპტიკური გავლენა აქვს კანზე;

• არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას, რითიც თავიდან გვაშორებს აკნესა და გამონაყარს;

• აუმჯობესებს კანის ფერს და ანიჭებს მას სიქათქათეს;

• ხსნის შეშუპებას.

თაფლი კი, თავის მხრივ, ანთებისსაწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებებით გამოირჩევა.

ამ სასწაულმოქმედი ნიღბის დასამზადებლად დაგჭირდებათ:

• 1 ჩ/კ კურკუმა;

• 1 ჩ/კ თაფლი;

• 1 ჩ/კ რძე ან ნაღები.

ყველა ზემოჩამოთვლილი ინგრედიენტი შეურიეთ პატარა ჭურჭელში და შემდეგ დაიტანეთ წინასწარ კარგად დაბანილ და გაწმენდილ სახეზე. 20 წუთის შემდეგ, ჩამოიბანეთ ნიღაბი თბილი წყლით.

გამოყენებამდე, მცირე მასა დაიტანეთ კანზე, რათა შეამოწმოთ, ხართ თუ არა ალერგიული რომელიმე პროდუქტის მიმართ. ასევე, კურკუმას საღებავის ეფექტიც აქვს, ამიტომ, ნიღაბი დაიტანეთ ღამით, თანაც, ისეთ ტანსაცმელში, რომელიც არ შეგენანებათ, რადგან კურკუმას ლაქების ამორეცხვა ძალიან რთულია.