მთავარი რჩევები როგორ შევიმოწმოთ ფარისებრი ჯირკვლის მდგომარეობა სახლის პირობებში?

როგორ შევიმოწმოთ ფარისებრი ჯირკვლის მდგომარეობა სახლის პირობებში?

by guramus

უკვე ნახევარი საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც სწავლულმა ოტო ბარნსმა დაადგინა, რომ ჩვენი სხეულის ტემპერატურა ფარისებრი ჯირკვლის ცხოველქმედებაზეა დამოკიდებული. მან აღნიშნა, რომ სხეულის მომატებული ან შემცირებული ტემპერატურა ფარისებრი ჯირკვლის ანთების პირველი სიმპტომია.

ყველასთვის ცნობილია, რომ ამ ორგანოს მუშაობის დარღვევა ადამიანის ორგანიზმს დიდ ზიანს მიაყენებს.
არსებობს მხოლოდ ერთი თავისებურება: სხეულის ტემპერატურა უნდა გაიზომოთ გაღვიძებისთანავე, ჯერ კიდევ საწოლში.

როგორ უნდა შეამოწმოთ ჯირკვლის მდგომარეობა თერმომეტრის დახმარებით:

1. წინა საღამოს, დაძინებამდე, მოამზადეთ თერმომეტრი. ყურადღება მიაქციეთ, რომ ვერცხლისწყალი 35 С°-ზე ნაკლებს არ აჩვენებდეს.

2. როგორც კი გაიღვიძებთ, დაუყოვნებლივ მოითავსეთ თერმომეტრი იღლიისქვეშ. გააჩერეთ ჩვეულებრივზე მეტხანს – 10 წუთით.

3. დააფიქსირეთ შედეგი. მისი სწორი სახელწოდებაა „დილის ბაზალური ტემპერატურა“. ნორმალური მაჩვენებელი 36,5 С°-სა და 36,8 С°-ს შორის მერყეობს.

შედეგების შეფასება

36,5 С°-36,8 С°-ის შემთხვევაში, ჯირკვალი ნორმაშია.

36,5 С°-ზე ნაკლები ტემპერატურის დროს შესაძლებელია ჰიპოთირეოზი – ფარისებრი ჯირკვლის დაქვეითებული მუშაობა. ამასთან ერთად, თქვენ იგრძნობთ ქრონიკულ დაღლილობას, დეპრესიას, ხშირ გრიპსა და მეხსიერების პრობლემებს.

36,8 С° და მაღალი ჰიპერთირეოზის მაჩვენებელია.

შედეგების მაქსიმალური სიზუსტისთვის, ჩაიტარეთ პროცედურა სამი დღის განმავლობაში.