მთავარი რჩევები ჩვეულებრივი კიტრი მოგაშორებთ შავ ლაქებს მუხლების, იდაყვებისა და იღლიების არეებში

ჩვეულებრივი კიტრი მოგაშორებთ შავ ლაქებს მუხლების, იდაყვებისა და იღლიების არეებში

by guramus

კანის მკვდარი უჯრედების დაგროვება, ხახუნი, მზის ჭარბი ზემოქმედება ან ჰორმონალური დისბალანსი შავი მუხლებისა თუ იდაყვების მიზეზი შეიძლება გახდეს.

ჩვენი სხეულის ეს ნაწილები არ შეიცავს არავითარ ცხიმოვან ჯირკვალს, რის გამოც ისინი უნდა დავიცვათ სიმშრალისგან სწორი მოვლითა და ჰიგიენით.

გთავაზობთ მარტივ, თუმცა, ეფექტურ მეთოდს, რომელიც დაგეხმარებათ კანის გამოკვებასა და შავი ლაქების მოშორებაში.

მისი გამათეთრებელი თვისებების წყალობით, კიტრი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა მუხლებსა და იდაყვებზე შავი ლაქებისგან გათავისუფლებისთვის. იგი აშორებს მკვდარ უჯრედებს და ატენიანებს კანს. A და C ვიტამინები, რომლებიც მის შემადგენლობაში შედის, უბრუნებს კანს სითეთრესა და სილამაზეს.

აკურატულად გაიხეხეთ მუხლები და იდაყვები კიტრის ნაჭრებით, 15 წუთის მანძილზე.
გაიჩერეთ დარჩენილი წვენი 5 წუთით და გრილი წყლით ჩამოიბანეთ.

ასევე, შეგიძლიათ კიტრისა და ლიმონის წვენების თანაბარი რაოდენობით შერევა. წაისვით ნარევი მუხლებზე, იდაყვებსა და იღლიებზე. გაიჩერეთ 20 წუთით და ჩამოიბანეთ. გაიმეორეთ პროცედურა ყოველდღე.