მთავარი რჩევები თუ ეს ნიშნები გაქვთ, შესაძლოა, თქვენს სისხლში შენადედები იყოს

თუ ეს ნიშნები გაქვთ, შესაძლოა, თქვენს სისხლში შენადედები იყოს

by guramus

ორგანიზმი მუდმივად ცდილობს, სხვადასხვა გზით შეგვატყობინოს მასში არსებული დაავადებებისა თუ პათოლოგიების შესახებ.

ადამიანთა უმეტესობა ამ ნიშნებს უგულებელყოფს, რადგან არ არიან ინფორმირებული სიმპტომების შესახებ.

წარმოგიდგენთ ნიშნებს, რომლებსაც ორგანიზმი სისხლში კოლტების არსებობის შემთხვევაში გვიგზავნის:

1. ერთ-ერთი კიდურის გასივება ან შეშუპება;

2. ვენების გასწვრივ კანზე წითელი ზოლების გაჩენა;

3. უეცრად გაჩენილი ქოშინი;

4. დიარეა, ღებინება და მოწამლვის ან ნაწლავების გრიპის სხვა სიმპტომები;

5. სუნთქვის გართულება;

6. თავის მძლავრი ტკივილები, რომლებიც არ ნელდება ტკივილგამაყუჩებლის მიღების შემდეგაც კი;

7. უცნობი წარმომავლობის ხველა. ავად არ ხართ, არ ეწევით. მაგრამ მაინც გახველებთ და იხრჩობით.

ამავდროულად, შესაძლებელია თავბრუსხვევა და მუდმივი დაღლილობა.

უფრო ყურადღებით დაუგდეთ ყური თქვენს ორგანიზმს. იგი ყოველთვის ეცდება, თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შეგატყობინოთ.