მთავარი რჩევები თუ თმა სწრაფად გიჭაღარავდებათ, ეს სტატია დაგეხმარებათ პრობლემის მოგვარებაში

თუ თმა სწრაფად გიჭაღარავდებათ, ეს სტატია დაგეხმარებათ პრობლემის მოგვარებაში

by guramus

ყველა ქალი როდი თვლის ჭაღარას კეთილშობილებად, განსაკუთრებით მაშინ, თუ იგი საკმაოდ ადრეულ ასაკში ჩნდება. ალბათ, ყველას გაგიგიათ, რომ თმის ნაადრევ გაჭაღარავებას იწვევს ძლიერი ემოციები და სტრესი, თუმცა, მეცნიერებმა ჯერ კიდევ ვერ აღმოაჩინეს სტაბილური კავშირი დეპიგმენტაციასა და სხვადასხვა ნერვულ იმპულსებს შორის, სამაგიეროდ, შეძლეს ამ პროცესის ბუნების მარტივი ენით ახსნა.

1. ფერის დაკარგვის მიზეზები

მაშ ასე, ფსიქოლოგიურ პრობლემას დამოუკიდებლად არ შეუძლია დეპიგმენტაციის გამოწვევა, თუმცა მძლავრად მოქმედებს კანისა და თმების საერთო მდგომარეობაზე. მისი შეფერილობა, ასევე, ფერის სიმაძღრე, განისაზღვრება გარკვეული საღებავი ნივთიერებით.

დროთა განმავლობაში, სოლიდურ ასაკთან მიახლოებისას, ეს ნივთიერება სულ უფრო მცირდება იმის გამო, რომ ორგანიზმში ყველა საკვანძო პროცესი ნელდება. ამ დროს ჩნდება ჭაღარა – თმის შეუღებავი ფრაგმენტი.

კიდევ ერთი კონტრარგუმენტი იმისა, რომ გაჭაღარავებას სტრესი იწვევს, ისაა, რომ თმის დეპიგმენტაციის პროცესი საკმაოდ ხანგრძლივია. ასე, თმის პირველი ჭაღარა ღეროს გაჩენასა და მთელ სხეულზე თმის გაჭაღარავებას შორის, შესაძლებელია, 10 ან მეტი წელი გავიდეს. სპეციალისტები ოპერირებენ ცნებით „50-50-50“: 50 წლისთვის, მოსახლეობის დაახლოებით 50%-ს თმები 50%-ით გაჭაღარავებული აქვს.

გაჭაღარავების მთავარ მიზეზებს, ტრადიციულად, ასახელებენ:

• გენეტიკური განწყობილება;

• საკვების მცირე რაოდენობით მიღება;

• ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა;

• В ჯგუფის ვიტამინის დეფიციტი;

• სისხლში რკინის დაბალი შემცველობა;

• სამკურნალო პრეპარატების რამდენიმე სახეობა;

• მოწევა, რომლის „წყალობითაც“ ქსოვილების ჟანგბადით გაჯერებულობა მცირდება.

უნდა აღვნიშნოთ, რომ ლოკონები არ ჭაღარავდება მთელ სიგრძეზე, თმის ღერი მხოლოდ დასაწყისში ჭაღარავდება – ასე იგი იზრდება. ანუ, დეპიგმენტაცია ვერ ეხება მხოლოდ კონკრეტულ ფრაგმენტსა და ღეროს. ერთი თმის ცხოვრების ხანგრძლივობა 1-3 წელია, რის შემდეგაც თმა ვარდება, მის ადგილას კი ახალი, ჩვეულებრივი ფერის ან ჭაღარა თმა ამოდის.

2. ჭაღარასთან ბრძოლის მეთოდები

მიუხედავად იმისა, რომ თმების დეპიგმენტაცია ჩვეულებრივი მოვლენაა და, უმეტეს შემთხვევაში, დაკავშირებულია ორგანიზმის ბუნებრივ დაბერებასთან, მისი პროცესის შენელება შესაძლებელია სწორი კვებით, მავნე ჩვევებზე უარის თქმითა და ჯანმრთელობისთვის საჭირო ყურადღების დათმობით.

ანუ, ცხოვრების ნორმალური სტილის გარდა, აუცილებელია დაავადებებით დროული მკურნალობაც. რაციონი მდიდარი უნდა იყოს ანტიოქსიდანტებითა და ვიტამინებით, რომლებსაც ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნა შეუძლია.

ყველაზე ეფექტური მეთოდი ჭაღარების შესანიღბავად – ქიმიური გადაღებვაა, თუმცა, საწყის ეტაპებში ასეთ შედეგს ხალხური მედიცინის მეთოდიც მოგცემთ. ბუნებრივ საღებავებს მიეკუთვნება მუხის ქერქის ნახარში ან ბერძნული კაკლის ნაჭუჭი, რომელთა დახმარებითაც შეძლებთ, თმებს უფრო მუქი შეფერილობა მისცეთ. თმის გაღიავების ეფექტი კი აქვს გვირილის ან ხახვის ნაჭუჭის ნაყენს, რომლებიც მოოქროსფრო ტონს გაჩუქებთ.

რაც შეეხება პერმანენტულ შეღებვას, რეკომენდებულია ბუნებრივ ფერთან მაქსიმალურად მიახლოვებული ან ოდნავ ღია ტონის შერჩევა. ამასთან, უნდა გახსოვდეთ ისიც, რომ ღია და მუქი ტონები, საბოლოო ჯამში, უფრო მაძღარი გამოვა, ვინაიდან თქვენი თმები უკვე გაუფერულებულია.

ფრთხილად იყავით მეტისმეტად ღია ტონებთანაც. გადაღებვის შედეგი დამოკიდებულია პიგმენტის რაოდენობაზე. რაც უფრო ნაკლებია პიგმენტი საღებავში, მით უფრო ღია ტონი აქვს მას, ამიტომ, ზოგიერთი ფრაგმენტი, შესაძლოა, დაუმუშავებელი დარჩეს. ასევე, ისიც უნდა იცოდეთ, რომ, ზოგჯერ, გაჭაღარავებული თმა არ ემორჩილება გადაღებვას, ანუ, იგი არ მოგცემთ სასურველ შედეგს.

ამ შემთხვევაში, რეკომენდებულია გამოცდილ სტილისტთან მისვლა, რომელიც შეძლებს თქვენთვის შესაფერისი შემადგენლობისა და ტონის საღებავის შერჩევას.

ყველაზე ხშირი შეცდომა, რომელსაც ქალბატონების უმეტესობა უშვებს, თავიდან ჭაღარის ამოღებაა, მიუხედავად იმისა, რომ ერთხელ მაინც გაუგიათ ამ ქმედების უარყოფით შედეგზე. ამასთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მითი გვეუბნება, რომ ჭაღარა თმის ამოღებას შეუძლია მეზობელი ფოლიკულების „ინფიცირება“, თუმცა, რეალობა სრულიად სხვაგვარია.

საქმე ისაა, რომ ფოლიკულა ზიანდება და აღარ შესწევს თმის ახალი ღერის გაჩენისა და გაზრდის უნარი – ჭაღარის ამოღების ადგილებში, დროთა განმავლობაში, გაჩნდება ცარიელი სივრცე.

ვერცხლისფერი თმის 100%-ით გადაღებვა მხოლოდ პერმანენტული საღებავითაა შესაძლებელი. როცა მისი გაჩენა ჯერ კიდევ არ ითვლება კრიტიკულად, შეგიძლიათ ამ მეთოდებიდან ერთ-ერთი სცადოთ:

• თმის ძირთან ჭაღარის ფრთხილად მოჭრა მანიკურის მაკრატლით;

• საღებავები ამიაკის გარეშე, ან ისეთი პროდუქტი, რომელსაც ნაკლები შესაძლებლობა აქვს(პერმანენტულთან შედარებით);

• თმის მოკლედ შეჭრა.

ზოგიერთი ქალბატონი აღნიშნავს, რომ ჭაღარის გაჩენა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს თმების ხასიათსა და „ქცევაზე“, რაც შეფერხებას იწვევს. თმები თხელდება, თუმცა, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მათი სტრუქტურა შეიცვალა, რადგან თმა უფრო უხეში ხდება.

ეს ყველაფერი იმის შედეგია, რომ ასაკთან ერთად მცირდება ცხიმოვანი ჯირკვლების აქტიურობა თავის კანზე, ანუ თმები ნაკლებად ცხიმიანი ხდება, თუმცა, არანაკლებ მოვლას მოითხოვს.

მიუხედავად იმისა, რომ მოვერცხლისფრო შეფერილობა რამდენიმე წლის წინ პოპულარულობის პიკზე იყო და თანდათან ბრუნდება მოდაში, ყველა ქალბატონს არ სურს ჭაღარის ქონა.