მთავარი რჩევები თუ ხშირად გასლოკინებთ და დისკომფორტი გექმნებათ, აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს რჩევები, 1 წუთში განთავისუფლდებით

თუ ხშირად გასლოკინებთ და დისკომფორტი გექმნებათ, აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს რჩევები, 1 წუთში განთავისუფლდებით

by guramus

ექიმიც დაგიმტკიცებთ, რომ სლოკინის „განკურნების საშუალებები“ მხოლოდ „ბებიას ზღაპრებია“, რომლებსაც არავითარი ეფექტი არ გააჩნია. ამ მეთოდების ნაწილი რეალობას მოკლებულია, თუმცა, მაინც აქვს გარკვეული საფუძვლები სუნთქვის რეფლექსთან მიმართებაში.

რომელ მეთოდს აირჩევთ – თქვენი ნებაა(თავად ნახავთ, რომ მათი რიცხვი ძალიან დიდია), მაგრამ თუ ეს მეთოდი ვერ დაგეხმარათ, სხვა აუცილებლად დაგეხმარებათ. გთავაზობთ რამდენიმე ყველაზე გავრცელებულ და (პროცენტულად) ეფექტურ მეთოდს, რომლებიც უნდა სცადოთ.

1. შეისუნთქეთ მაქსიმალურად ღრმად. არ გამოუშვათ შეგროვებული ჰაერი, ჩაყლაპეთ. თუ შეძლებთ მეტის შესუნთქვას – შეისუნთქეთ. გააგრძელეთ შესუნთქვა და ყლაპვა მანამ, სანამ აღარ შეგეძლებათ.

• როცა უკვე ვეღარ შეძლებთ შესუნთქვას, თანმიმდრევრულად გამოუშვით მთელი ჰაერი. თქვენი სუნთქვა თანდათან ნორმას დაუბრუნდება.

2. სცადეთ ყლაპვა ღია პირით. გააღეთ პირი და გააჩერეთ ასე რამდენიმე წუთით. თუ იგრძნობთ ყლაპვის აუცილებლობას, ჩაყლაპეთ, მაგრამ ეცადეთ, ტუჩები მინიმალურად მოკუმოთ.

• გააგრძელეთ ყლაპვა რამდენიმე წამის განმავლობაში, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა სლოკინის მოახლოებას იგრძნობთ. შესაძლებელია, რამდენჯერმე კიდევ დაისლოკინოთ, მაგრამ ამ მეთოდის სლოკინმა 3 წუთში უნდა გაიაროს.

• დარწმუნდით, რომ ტანსაცმელი არ გიჭერთ მკერდის არეში.

3. სცადეთ დიაფრაგმის გაწელვა. ნელა შეისუნთქეთ, სანამ არ იგრძნობთ, რომ აღარ შეგიძლიათ. სცადეთ, შეიგრძნოთ, როგორ ივსება მუცელი ჰაერით.გაწელეთ დიაფრაგმა, რათა გათავისუფლდეთ სლოკინისგან.

• შეიკავეთ სუნთქვა 30 წამით. შეისუნთქეთ ნელა, მანამ, სანამ ფილტვები არ დაცარიელდება. გაიმეორეთ 4-5-ჯერ ან სანამ შვებას არ იგრძნობთ.

4. გამოიყენეთ ყურები და ენა. ნელა ამოისუნთქეთ და შეისუნთქეთ ერთხელ. ამოსუნთქვის დროს გამოდევნეთ თქვენგან ჰაერის მაქსიმალური ოდენობა(მანამ, სანამ სხეული არ გაიძულებთ თავიდან შესუნთქვას). მაშინ ღრმად შეისუნთქეთ და გამოყეთ ენა. შეიკავეთ სუნთქვა 40 წამით, თან დაიცეთ ყურები თითებით.

• ამოისუნთქეთ ნელა. თუ გეჩვენებათ, რომ ეს არ გეხმარებათ, სცადეთ ხელახლა. ბოლოს და ბოლოს, ღმერთს სამიანი უყვარს.

5. მიბაძეთ სუნთქვას. ჩაისუნთქეთ ღრმად და შეიკავეთ სუნთქვა. ამავდროულად, მოიჭირეთ ხელები ცხვირზე და პირზე. ახლა დაიწყეთ დიაფრაგმით მოძრაობა ისე, თითქოს სწრაფად სუნთქავთ.

• ამოისუნთქეთ, როცა სლოკინი გაივლის ან იგრძნობთ, რომ ჰაერი გჭირდებათ. გაიმეორეთ, თუ სლოკინი არ შეჩერებულა.

6. გამოიყენეთ საწრუპი მილები. აიღეთ ჭიქა წყალი და ორი საწრუპი. ერთი მოათავსეთ ჭიქაში, მეორე – ჭიქის გარეთ. ორივე საწრუპი მილი ერთდროულად ჩაიდეთ პირში და დალიეთ წყალი მაქსიმალურად დიდი ყლუპებით.

7. დალიეთ წყალი ხელების გარეშე. დადეთ ჭიქა წყალი სკამზე, მეორე სკამზე თვითონ დაჯექით, დაიხარეთ და დალიეთ მაქსიმალურად დიდი რაოდენობის წყალი ხელების გარეშე.

8. გამოიყენეთ კიტრის მწნილის წვენი ან ძმარი. დალიეთ რომელიმე სითხე ½ ჩ/კ-ით ყოველ 7-10 წამში ერთხელ, სანამ სლოკინი არ გაივლის. არ მოგწონთ წვენი ან ძმარი? უფრო დიდი მოტივაციაა.

9. შეჭამეთ ერთი ს/კ შაქარი. აიღეთ ერთი კოვზი ყავისფერი შაქარი ან თაფლი, გაიჩერეთ კოვზი პირში ხუთი წამის განმავლობაში. ჩაყლაპეთ კოვზის შიგთავსი და დალიეთ ერთი ყლუპი წყალი.

• თუ ეს მეთოდი არ დაგეხმარებათ, არ სცადოთ ისევ შაქრის ჭამა. მიმართეთ სხვა საშუალებას.