მთავარი რჩევები და მაინც, შეიძლება თუ არა წყლის დალევა საკვების მიღებისას?

და მაინც, შეიძლება თუ არა წყლის დალევა საკვების მიღებისას?

by guramus

ჯანმრთელობის შესახებ გადაცემებში ხშირად ამტკიცებენ, რომ საკვებთან წყლის მიყოლება არ შეიძლება. ვიღაც ამას იმით ახსნის, რომ წყალში კუჭის წვენი იხსნება. მეორენი თვლიან, რომ ამის გამო შესაძლებელია გასუქება.

სხვები კი ამბობენ, რომ წყალი კუჭიდან გადაუმუშავებელ საკვებს გამოდევნის. ნუთუ ჩვეულებრივ წყალს შეუძლია ჩვენთვის ზიანის მოტანა?

რა მოსდის საჭმელსა და წყალს კუჭში

საჭმლის მონელების პროცესი ჯერ კიდევ მაშინ იწყება, როცა ჩვენ „ნერწყვებს ვყლაპავთ“ ტრაპეზის მოლოდინში: პირში წარმოიქმნება ნერწყვი.

საჭმლის დაღეჭვისას, ჩვენ მას ნერწყვს ვურევთ, რომელშიც გადამუშავებისთვის აუცილებელ ფერმენტებს შეიცავს. შემდეგ, დარბილებული საკვები ხვდება კუჭში, სადაც იგი კუჭის წვენის მჟავას ერწყმის.

საშუალოდ, კუჭს 4 საათი სჭირდება სრული გადამუშავებისთვის, ანუ, საკვების თხევად მასად – ქიმუსად გადაქცევისთვის. ქიმუსი აგრძელებს თავის გზას ნაწლავებში, სადაც ორგანიზმს სხვადასხვა საკვებ ნივთიერებას გადასცემს.

წყალი კუჭში დიდი ხნით არ ჩერდება, 300 მლ წყალი ნაწლავებში დაახლოებით 10 წუთის შემდეგ გადადის. ანუ, თუ საკვების მიღებისას წყალს დალევთ, წყალი თქვენს კუჭში ტბას არ წარმოქმნის. იგი ჩაუვლის საკვების გადამუშავებას გვერდით, დამატებით დაარბილებს საკვებს და მალე დატოვებს კუჭს.

სითხე ვერ ამცირებს მჟავიანობას

ჩვენი ორგანიზმი რთული, მაგრამ მეტისმეტად დალაგებული სისტემაა. თუ კუჭი „გრძნობს“, რომ რაღაცის გადამუშავება არ შეუძლია, იგი გამოყოფს ფერმენტების დამატებით ულუფას და ზრდის კუჭის წვენის მჟავიანობას. მაშინაც კი, თუ ლიტრ წყალს დალევთ, ეს არანაირად არ იმოქმედებს მჟავიანობაზე.

სხვათაშორის, წყალი კუჭში საკვების გზითაც ხდება, მაგალითად, საშუალო ზომის ფორთოხალი, დაახლოებით, 86% წყლისგან შედგება.

ამას გარდა, კვლევებმა აჩვენა, რომ თვითონ საკვებს შეუძლია მცირედით შეამციროს კუჭის მჟავიანობა, თუმცა იგი მალევე აღდგება.

სითხე არ მოქმედებს გადამუშავების დროზე

არც ერთი მეცნიერული კვლევით არ დადასტურებულა ის მითი, რომ სითხე დევნის მაგარ საკვებს ნაწლავებიდან, თუ მან ვერ მოასწრო გადამუშავება.

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ სითხე კუჭს უფრო სწრაფად ტოვებს, ვიდრე მაგარი სხეულები, თუმცა არანაირად არ მოქმედებს მათი გადამუშავების სისწრაფეზე.

და მაინც, შეიძლება თუ არა წყლის დალევა საკვების მიღების დროს?

თუ კვებისას წყალს დალევთ, არაფერი დაგიშავდებათ. პირიქით, წყალი ეხმარება კუჭს მშრალი კერძების დარბილებასა და უკეთ გადამუშავებაში.

თუმცა, არ ღირს წყლის დალევა, სანამ ღეჭვას არ მორჩებით და ლუკმას არ გადაყლაპავთ – იგი უნდა გაიჟღინთოს ნერწყვით, რომელიც გადამუშავებისთვის აუცილებელ ფერმენტებს შეიცავს.

არსებობს კიდევ რამდენიმე დადებითი მხარე. კვლევებმა აჩვენა, რომ როცა ადამიანი მცირე პაუზებს აკეთებს წყლის დასალევად, ეს მისი ტრაპეზის სვლას ანელებს, შედეგად კი ადამიანები უფრო ცოტას ჭამენ.