წონაში კლება – საუკუნო საკითხია ადამიანთა დიდი ნაწილისთვის. ხანდახან ხომ ძალიან გვინდება იმ პატარა ჯინსებში ჩავეტიოთ, რომელიც ასე ძალიან გვიყვარს.
საუკეთესო საშუალება ჭარბი წონისგან გასათავისუფლებლად არის სწორი კვებისა და ფიზიკური აქტივობის ზომიერი შეხამება. იგი არამხოლოდ შეამცირებს წონას, არამედ გააუმჯობესებს ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობას. ცხოვრების ჯანსაღ წესზე დამატებით, შეგიძლიათ სცადოთ რამდენიმე ბუნებრივი საშუალება ცხიმების სწრაფად დასაწვავად.
ეს საშუალებები ასტიმულირებს ორგანიზმის ბუნებრივ პროცესებს, ააქტიურებს მეტაბოლიზმს და გეხმარებათ წელზე ზედმეტი სანტიმეტრების სწრაფად მოშორებაში.
გახდომას პარალელურად სხვა პრობლემაც მოსდევს: ხელებზე, ფეხებსა და მუცელზე ჩამოწელილი კანი. როცა კილოგრამები ქრება, კანი რბილდება და დაკიდულის იერს იძენს. საბედნიეროდ, არსებობს მარტივი საშუალება, რომელიც ჩამოწელილი კანისგან გაგათავისუფლებთ.
ყავისა და კაფურის შეხამება ზომიერ ფიზიკურ სავარჯიშოებთან, უმოკლეს დროში გადაწყვეტს თქვენი კანის პრობლემას. უბრალოდ სცადეთ და ამაში თავად დარწმუნდებით.
რეცეპტი
ინგრედიენტები:
• 1 არტიშოკი;
• 1 ფინჯანი ყავის ნალექი;
• 2 ჭიქა წყალი;
• 3 ტაბლერი კაფური.
მომზადების წესი:
2 ჭიქა წყალში ჩააგდეთ არტიშოკი და მოხარშეთ იგი დარბილებამდე. გადაწურეთ წყალი და დაჭყლიტეთ არტიშოკი. ახლა დაუმატეთ კაფურის ტაბლეტები, ყავის ნალექი და შეურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
წაისვით ეს დაცვითი საშუალება პრობლემურ ზონებში. შეიხვიეთ ეს ადგილი და გაათბეთ კომპრესი (მე ფენს ვიყენებდი). გაიჩერეთ კომპრესი მინიმუმ 1 საათის განმავლობაში(ან უფრო მეტხანს), შემდეგ ჩამოიბანეთ დიდი რაოდენობით წყლითა და საპნით.