მთავარი რჩევები ხელების გათეთრების ყველაზე ეფექტური საშუალება სახლის პირობებში

ხელების გათეთრების ყველაზე ეფექტური საშუალება სახლის პირობებში

by guramus

ქალბატონები მუდმივად ცდილობენ წარმავალი სილამაზის შენარჩუნებას. მიმართავენ ამა თუ იმ კრემსა და თავის მოვლის საშუალებას, რომლებიც, მიუხედავად რეკლამებში შეპირებული ეფექტისა, არავითარ შედეგს არ იძლევა.

დღეს ჩვენ გთავაზობთ ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებას, რომელიც ხელების გათეთრებაში დაგეხმარებათ:
თქვენ დაგჭირდებათ:

1/2 ფინჯანი შვრიის ბურღული;

1 ს/კ თაფლი;

2 ს/კ ალოე ვერას გელი.

მოათავსეთ ეს ინგრედიენტები ბლენდერში, სანამ ყველაფერი ერთგვაროვან მასად არ იქცევა.
დაიტანეთ ეს მასა ხელებზე 15 წუთით, კვირაში (არაუმეტეს) ოთხჯერ. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

ჩაიტარეთ იმდენი პროცედურა, რამდენსაც საჭიროდ ჩათვლით. შედეგს სულ ორიოდე პროცედურის შემდეგ შეამჩნევთ.