მთავარი რჩევები ეს ორი უძლიერესი საშუალება თმისცვენის შესაჩერებლად საუკეთესო არჩევანია. სწრაფად დაიწყეთ, სანამ ბოლომდე გამელოტდებით!

ეს ორი უძლიერესი საშუალება თმისცვენის შესაჩერებლად საუკეთესო არჩევანია. სწრაფად დაიწყეთ, სანამ ბოლომდე გამელოტდებით!

by guramus

1. ალოე-ვერა

ეს სამკურნალო მცენარე ასტიმულირებს თმის ზრდას და ხელს უშლის ცვენას, რადგან ფერმენტები, რომლებიც მის ფოთლებშია, ასტიმულირებს თმის ფოლიკულებს და ანიჭებს თავის კანს სასიცოცხლო ძალას.

ასევე, ეს მეთოდი ეფექტურია თმის სხვა პრობლემების დროსაც: დეჰიდრატაცია, ქერტლი, აქერცლვა და მეტისმეტი ცხიმიანობა.

ამისათვის, აიღეთ ალოეს ერთი დიდი ფოთოლი, გამოწურეთ გელი და მსუბუქი მოძრაობებით დაიტანეთ თავის კანზე.

გაიჩერეთ ნიღაბი 30 წუთიდან 1 საათამდე, რის შემდეგაც ჩამოიბანეთ დიდი რაოდენობით თბილი წყლით.

გაიმეორეთ პროცედურა კვირაში ორჯერ, ორი თვის განმავლობაში.

2. ხახვი

ხახვი ხელს უწყობს სისხლის ნორმალურ მიწოდებას ორგანოებში, რაც თმის ფოლიკულებსაც ასტიმულირებს, იწვევს თმის ზრდასა და გაძლიერებას.

თავის მხრივ, გოგირდი, რომელსაც ხახვის წვენი შეიცავს, აუმჯობესებს კოლაგენური ქსოვილების წარმოქმნას, რაც აუცილებელია თმის ზრდისათვის.

დაგჭირდებათ მხოლოდ 2-3 თავი ხახვი.

მომზადების წესი:

გაარჩიეთ ხახვი და დაჭერით ოთხ ნაწილად. მოათავსეთ ნაჭრები ბლენდერში და ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ გაწურეთ მიღებული მასა.

გამოყენების წესი:

დაიტანეთ ხახვის წვენი თავის კანზე და დაიზილეთ თავი მსუბუქი მოძრაობებით რამდენიმე წუთის განმავლობაში. გაიჩერეთ წვენი 45 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ დიდი რაოდენობით თბილი წყლითა და ნატურალური შამპუნით.

გაიმეორეთ პროცედურა კვირაში სამჯერ და რამდენიმე თვეში საკუთარ თვალებს არ დაუჯერებთ!
ნებისმიერი ხალხური რეცეპტის გამოყენებამდე, რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.