მთავარი რჩევები რაზე შეიძლება მეტყველებდეს გემოგლობინის დაბალი მაჩვენებელი?

რაზე შეიძლება მეტყველებდეს გემოგლობინის დაბალი მაჩვენებელი?

by guramus

ერითროციტრები შეიცავს გემოგლობინს – ძირითად ცილას, რომელიც ამ უჯრედებს წითელ ფერს ანიჭებს. გემოგლობინის მთავარი მისია ჟანგბადის ტრანსპორტირებაა ფილტვებიდან სხვა ორგანოებისკენ და ნახშირორჟანგის წაღება ფილტვებისკენ მის გამოსადევნად. თუ სისხლის ანალიზში გემოგლობინის დაბალი დონე გაქვთ, ეს ანემიის არსებობაზე მეტყველებს.

ანემია გავრცელებული პათოლოგიაა, რომელიც, შესაძლოა, სხვადასხვა ფაქტორით იყოს გამოწვეული. ასევე, გემოგლობინი, შესაძლებელია, მომატებული იყოს, თუმცა, ეს მდგომარეობა საკმაოდ იშვიათია.

ანემიის დროს, ადამიანის ორგანიზმის უჯრედები არასაკმარისი რაოდენობით იღებს ჟანგბადს, რაც იწვევს ისეთი სიმპტომების გაჩენას, როგორებიცაა სისუსტე, დაღლილობა, გართულებული სუნთქვა, გახშირებული გულისცემა, კანის საფარველის გაუფერულება, საერთო უგუნებობა. გამოვლინების სიმძიმე დამოკიდებულია გემოგლობინის დონეზე.

გემოგლობინის დონის დაცემის ძირითადი მიზეზები

ანემია, შესაძლოა, შემდეგი მიზეზებით იყოს გამოწვეული:

• სისხლის წითელი უჯრედების წარმოების შემცირება;

• სისხლის კარგვა;

• ერითროციტების ინტენსიური განადგურება.

ერითროციტების პროდუქციის დარღვევა შემდეგი პათოლოგიური მდგომარეობების შედეგად ვლინდება:

• რკინის, В12-ისა და ფოლიუმის მჟავის უკმარისობა;

• სისხლის სისტემის ახალწარმონაქმნი(ლეიკოზი, ლიმფომა, მიელომა);

• აპლასტიკური ანემია;

• ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირების დაქვეითება;

• ქიმიოთერაპია და სხივური თერაპია;

• თირკმლების ქრონიკული უკმარისობა;

• ღვიძლის დაშლა;

• მეტალით მოწამლვა.

ერითროციტების ინტენსიური განადგურება შემდეგი მდგომარეობებით შეიძლება იყოს გამოწვეული:

• ნამგლისებრი ანემია – მემკვიდრული პათოლოგიაა, რომლის დროსაც ერითროციტები ნამგლის ფორმას იღებს, არასწორად ფუნქციონირებს და სწრაფად ირღვევა;

• ტალასემია – მემკვიდრული დაავადება, რომლის დროსაც გემოგლობინის სინთეზი ირღვევა;

• პორფირია;

• ვასკულიტი;

• აუტონომიური გემოლიტური ანემია;

• ჰიპერსპლენიზმი.

პოსტჰემორაგიული ანემია, შესაძლოა, შემდეგი პათოლოგიების შედეგი იყოს:

• მწვავე შინაგანი ან გარეგანი სისხლდენა;

• ქსონიკული სისხლდენა (პეპტიდური წყლული, ბუასილი);

• ჭარბი მენსტრუალური სისხლდენა.

ჰემოგლობინის მომატების შესაძლოა მიზეზები:

ჰემოგლობინის მაღალი დონე უფრო იშვიათად გვხვდება, ვიდრე დაბალი. ამ მდგომარეობის შესაძლო მიზეზები მოიცავს:

• მაღალმთიან ადგილებში ცხოვრება;

• მოწევა;

• ზოგიერთი ახალწარმონაქმნი;

• ფილტვების ქრონიკული შემფერხებელი დაავადება;

• ერითროპოეტინის დოზის გადაჭარბება.

გემოგლობინის დონის მომატებისა და შემცირების ზუსტი მიზეზის დადგენას დამატებითი გამოკვლევები სჭირდება.