მთავარი რჩევები 6 ტკბილეული, რომელთა მირთმევაც დიეტის დროს თამამად შეგიძლიათ

6 ტკბილეული, რომელთა მირთმევაც დიეტის დროს თამამად შეგიძლიათ

by guramus

ალბათ, ხშირად გითქვამთ უარი ტკბილეულზე, ფიგურის შენარჩუნების მიზნით. აღმოჩნდა, რომ ამ სიამოვნებას სულ ტყუილად იკლებდით.

ფსიქოლოგების თქმით, ტკბილეული სიამოვნების ერთ-ერთი წყაროა და მათ გარეშე ცხოვრება მოსაწყენი ხდება.

ტკბილეული უყვარს ყველას და დესერტების უფლებას თავს მსოფლიო დონის მოდელების აძლევენ.

დიეტოლოგები კი ერთხმად გვირჩევეთ, არ გამოვრიცხოთ ყველა ტკბილეული, უბრალოდ შევარჩიოთ მათგან ჯანსაღი და სასარგებლო.

წარმოგიდგენთ 6 ტკბილეულს, რომლებიც თამამად უნდა მიირთვათ, ყოველგვარი გასუქების შიშის გარეშე:

1. შოკოლადი

ეს ჩვენი ბავშვობის საყვარელი ტკბილეულია, ჩვენი უმრავლესობა კი არც დიდობაში ამბობს უარს მასზე. 72%-იანი შოკოლადის ფილის მეხუთედი ნაწილი ნებადართულია მათთვისაც კი, ვინც დიეტაზეა. შოკოლადს სამკურნალო თვისებებიც აქვს: აუმჯობესებს მეხსიერებას და შეუძლია თავის ტკივილის განკურნება.

2. ზეფირი და პლასტილა

ამ დესერტის ძირითადი ინგრედიენტი კვერცხის ათქვეფილი ცილა და შაქარია. ზოგ რეცეპტში კი შაქარს ვაშლის პიურეთი ანაცვლებენ. ამიტომაც, ითვლება, რომ ზეფირისა და „ჩიტის რძის“ მირთმევა დიეტის დროსაც შეგიძლიათ, დღეში 100 გრ ოდენობით, დღის პირველ ნახევარში. არ შეარჩიოთ შოკოლადის გლაზურითა და სხვა საღებავით გაჯერებული ტკბილეული.

3. რძის კოქტეილი

რა უცნაურიც არ უნდა იყოს, რძის კოქტეილი არ ავნებს თქვენს ფიგურას. რა თქმა უნდა, აქ ყველა კოქტეილი კი არა, მხოლოდ ის მოიაზრება, რომელიც თქვენ მიერაა მომზადებული უცხიმო რძითა და ყოველგვარი სიროფის გარეშე. იდეალური ვარიანტია კოქტეილში დაქუცმაცებული ხილი – ვაშლი ან კივი დაუმატოთ. გემოს გამრავალფეროვნება და ნივთიერებათა ცვლის დაჩქარება სანელებლებით შეგიძლიათ – კურკუმა, მუსკატის თხილი, ზაფრანა, დარიჩინი, ინბირი ან კარდამონი საუკეთესო საშუალებაა.

4. ჟელე და პუდინგი

აუცილებელია, რომ დესერტი არატკბილი ხილის და კენკრის ნატურალური წვენით იყოს დამზადებული – ეს ვიტამინებისა და მინერალების დამატებითი წყაროა, კალორიულობა კი – დაბალი. ჟლეს კონსისტენციას დესერტს ჟელატინი ანიჭებს და, სხვათაშორის, ეს არის ნატურალური კოლაგენი, რომელსაც უდიდესი სარგებელი მოაქვს ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის. ამას გარდა, ჟელეს დესერტი მარტივად აითვისება ორგანიზმის მიერ და აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირებას. ამიტომ, ერთი პორცია ჟელე ან პუდინგი არ გავნებთ, პირიქით, კარგ განწყობაზეც დაგაყენებთ.

5. თაფლი

თაფლი დაბალკალორიული პროდუქტია, მაგრამ მასში მაინც საკმარისი რაოდენობის შაქარია. დიეტოლოგები თვლიან, რომ იგი გაცილებით სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, ვიდრე ჩვეულებრივი შაქარი. მთავარია, არ მიიღოთ იგი ზედმეტად: არაუმეტეს 50 გრ დღეში. დილით შეგიძლიათ ფაფაში ერთი ჩ/კ თაფლი დაამატოთ. თუ წახემსების საშუალება არ გაქვთ, თაფლი კი ახლოსაა, მიირთვით 1 ჩ/კ თაფლი – ასე, რაღაც დროით, გათავისუფლდებით შიმშილის გრძნობისგან. ამასთან, თაფლი – შესანიშნავი ანტიოქსიდეპრესანტია.

6. ჩირი

წასახემსებლად, მთავარ ტრაპეზებს შორის, საუკეთესო არჩევანია რამდენიმე ცალი ქლიავის, ლეღვის, ხურმის, ვაშლის ან მსხლის ჩირი. ისინი შეიცავს დიდი რაოდენობით ცელულოზას, ვიტამინებსა და მინერალებს. ეს სასარგებლო ალტერნატივაა კანფეტებისა და ორცხობილებისათვის – მავნე სწრაფი ნახშირწყლებისათვის, რომლებიც მარტივად ტრანსფორმირდება ცხიმოვან ფენებად. ამასთან, ჩირი ძალიან გემრიელია.