მთავარი რჩევები თუ ამ კბილის პასტას იყენებთ, დაუყოვნებლივ თქვით უარი მასზე!

თუ ამ კბილის პასტას იყენებთ, დაუყოვნებლივ თქვით უარი მასზე!

by guramus

კბილის პასტა ნებისმიერ სახლშია, სადაც ცოტათი მაინც ზრუნავენ კბილებზე. როგორი კბილის პასტაც არ უნდა იყიდოთ, მასში, დიდი ალბათობით, ტრიკლოზანი შედის. ეს კომპონენტი, ამერიკელი სწავლულების თქმით, ძალიან საშიშია!

გარდა ამისა, ტრიკლოზანი – მთავარი მიზეზია პირის ღრუს მწვავე დისბაქტერიოზისა. იგი ანადგურებს არამხოლოდ ბაქტერიებსა და სოკოებს, არამედ სასარგებლო მიკროფლორასაც, რომელიც ადამიანის ორგანიზმის ბუნებრივი გარემოა.

ეს იწვევს პათოგენური ბაქტერიების რაოდენობის წარმოუდგენელ ზრდას. შედეგად კი პირის ღრუს უსიამონო სუნსა და კბილების სხვა პრობლემას ვიღებთ.

ტრიკლოზანის მავნე გავლენა ორგანიზმზე:

1. არღვევს ჰორმონალურ ფონს: ტრიკლოზანს კანი კარგად იწოვს, შემდეგ ხვდება სისხლძარღვებში და ისევე „იქცევა“, როგორც ქალის სასქესო ჰორმონი, ესტროგენი. ეს არღვევს ჰორმონალურ ფონს და იწვევს სასქესო ჯირკვლების კიბოს მამაკაცებსა და ქალებში. ბავშვებში იწვევს ნაადრევ სქესობრივ მომწიფებას.

2. ნეგატიურად აისახება გულის კუნთების ფუნქციონირებაზე: ტრიკლოზანს შეუძლია კუნთების ბოჭკოების კუმშვადობის ცვლილებების გამოწვევა. როგორც ცნობილია, გულიც კუნთია, შესაბამისად, ტრიკლოზანი არღვევს მის ფუნქციონირებასაც.

3. ასუსტებს იმუნიტეტს: როგორც კარგი, ისე მავნე ბაქტერიების განადგურების შემდეგ, იმუნური სისტემა ვეღარაფერს ებრძვის და ანტისხეულები უმოქმედონი ხდებიან. ცნობილი ფაქტი: ადამიანები, რომლებიც ბავშვობიდან იყენებენ პირადი ჰიგიენის საშუალებას ანტიბაქტერიული კომპონენტებით, ხშირად ეყრებიან ინფექციურ დაავადებებს.

4. ტრიკლოზანის შემცველი კრემის თუ პასტის ხანგრძლივი გამოყენება ბაქტერიების რეზისტენტულობას ზრდის. თუ თქვენ ანტიბიოტიკური კურსი დაგჭირდებათ? უცებ აღმოჩნდება, რომ თქვენი ორგანიზმი მათზე აღარ რეაგირებს. თერაპია არაეფექტური გახდება. ეს ყველაფერი ტრიკლოზანის ხანგრძლივი გამოყენების გამო.

5. ავნებს ნაყოფს: ტრიკლოზანი ამცირებს სისხლის მიწოდებას ნაყოფის ტვინისაკენ, რაც ორგანოს ჟანგბადის უკმარისობას იწვევს. შედეგად – ირღვევა მისი განვითარება.

6. წამლავს ორგანიზმს: რას აკეთებთ კბილების გაწმენდის შემდეგ? ივლებთ პირს ონკანის წყლით. შედეგად, ეს ტრიკლოზანი უერთდება ქლორს, ფორმირდება განსაკუთრებული ნაერთები – დიოქსიდი,

რომელსაც სისხლი შეიწოვს და ორგანიზმზე ტოქსიკურად მოქმედებს.
იმისათვის, რომ პასტაში ტრიკლოზანის არსებობა გაიგოთ, უბრალოდ წაიკითხეთ მისი შემადგენლობა.