იაპონელი ხალხი ცნობილია თავისი ნიჭიერებითა და კრეატიულობით. რატომ არის ეს ერი ასეთი გამორჩეული?
პასუხი შეიძლება იყოს შემდეგი: იაპონელებს აქვთ ყველაზე გამართული განათლების სისტემა.
მანერების გამომუშავება ცოდნის მიღებამდე
იაპონიის სკოლებში მოსწავლეებს არ უტარდებათ გამოცდა გარკვეულ საფეხურამდე. მოსწავლეები პირველ ტესტს წერენ მხოლოდ მეოთხე კლასში (10 წლის ასაკში).
ამის მიზანი არის ის, რომ პირველი სამი სასწავლო წელი არ არის იმისთვის, რომ შეაფასო ბავშვის ცოდნა და სწავლის პროცესი. დროის ეს პერიოდი განკუთვნილია მოსწავლეების კარგი მანერებისა და თვისებების ჩამოსაყალიბებლად.
ბავშვები სწავლობენ, როგორ უნდა იყვნენ გულისხმიერები, თანამგრძნობნი. უყალიბდებათ ერთმანეთის პატივისცემა. სწავლობენ ცხოველებისა და ბუნების სიყვარულს.
სასწავლო წელი იწყება პირველ აპრილს
მაშინ როდესაც დანარჩენი მსოფლიოს სკოლები და უმაღლესი განათლების დაწესებულებები სასწავლო წელს სექტემბერში ან ოქტომბერში იწყებენ, იაპონიაში სწავლა პირველ აპრილს იწყება.
აკადემიური წლის დაწყება დაკავშირებული ბუნების ერთ-ერთ ულამაზეს ფენომენთან – ალუბლების ყვავილობა.
სასწავლო წელი დაყოფილია სამ სემესტრად: 1 აპრილი – 20 ივლისი; 1 სექტემბერი – 26 დეკემბერი; 7 იანვარი – 25 მარტი. იაპონელ მოსწავლეებს 6 კვირა აქვთ საზაფხულო არდადეგებისთვის.
იაპონიის სკოლების უმრავლესობაში არ ჰყავთ დამლაგებელი. მოსწავლეები თავად ასუფთავებენ საკლასო ოთახებს.
სკოლებში არსებობს ლანჩის სტანდარტული მენიუ, რომელსაც მოსწავლეები საკუთარ საკლასო ოთახებში მიირთმევენ.
სკოლის შემდგომი მეცადინეობა ძალიან პოპულარულია იაპონიაში.
ტრადიციული საგნების გარდა, მოსწავლეები სწავლობენ იაპონურ კალიგრაფიასა და პოეზიას.
ყველა მოსწავლე ატარებს უნიფორმას.
იაპონელი მოსწავლეების დასწრება დაახლოებით 99.99% -ს შეადგენს