მთავარი რჩევები სასმელი, რომელიც შარდმდენი თვისებებით გამოირჩევა და მარტივად დაგაკლებინებთ ზედმეტ კილოგრამებს

სასმელი, რომელიც შარდმდენი თვისებებით გამოირჩევა და მარტივად დაგაკლებინებთ ზედმეტ კილოგრამებს

by guramus

„მეც მინდა, ასე გამოვიყურებოდე!“ – ალბათ, თქვენც ამას ამბობთ, როცა ჟურნალის ყდაზე ტანწერწეტა მოდელს ხედავთ.

ერთი მხრივ, ეს ლამაზმანები დიდ ყურადღებას აქცევენ კვებას, არ ტოვებენ სპორტ-დარბაზს, გათავისუფლდნენ მავნე ჩვევებისგან, მეორე მცრივ – თქვენც თქვით უარი ტკბილეულზე, დარბიხართ დილაობით და უამრავი დიეტა სცადეთ, ეფექტი კი – არავითარი!

ამ შემთხვევაში, შესაძლოა საქმე გვქონდეს ორგანიზმში სითხის შეკავებასთან. დაავადებათა მთელი რიგის გამო, რომლის შესახებაც წარმოდგენაც კი არ გაქვთ, ირღვევა წყლისა და მარილის ბალანსი.

შედეგად, ჩნდება ჭარბი წონა, რომელიც ასე მოგბეზრდათ. უკვე უარი თქვით ყველა მავნე და ცხიმიან საკვებზე და გადახვედით ცხოვრების ჯანსაღ წესზე, მაგრამ შედეგი არ გაქვთ? სცადეთ გადასვლა ერთ-ერთ შარდმდენ სასმელზე.

1. პიტნა – დაასხით 1 ს/კ პიტნის ფოთლებს 200 მლ მდუღარე წყალი. დაელოდეთ გაგრილებას. დალიეთ დღეში სამჯერ;

2. ჯორისტერფა – დაასხით 200 მლ წყალი 1 ჩ/კ ბალახს. გააჩერეთ 30 წუთით. დალიეთ დღეში სამჯერ, საკვების მიღებამდე;

3. ოხრახუში – დაასხით 2 ს/კ ოხრახუშს 1 ლ მდუღარე წყალი. გააჩერეთ 60 წუთით. მიიღეთ 100 მლ ნაყენი დღეში სამჯერ;

4. ოროვანდი – დაასხით 0.5 ლ მდუღარე წყალი 1 ს/კ ოროვანდს. გააჩერეთ მთელი ღამით. დალიეთ მთელი სითხე მეორე დღის მანძილზე.

5. კამა – შეურიეთ კამის თესლი და ფოთლები. დაასხით 1 ს/კ ამ ნარევს მდუღარე წყალი. კარგად დაალბეთ. გააჩერეთ 1 საათით და დალიეთ დღეში 150 მლ.

6. ძაღლყურძენა – დაასხით 2 ს/კ ძაღლყურძენას მშრალ ფოთლებს 250 მლ მდუღარე წყალი. გააჩერეთ 15 წუთით. დალიეთ მთელი სითხე დღის განმავლობაში.

პირველი შედეგების შესამჩნევად საჭიროა 14-დღიანი კურსის გავლა. შეარჩიეთ მხოლოდ ერთი სასმელი ზემოხსენებულებიდან, მოამზადეთ და მიიღეთ ახალი ულუფა ყოველდღე.

პირველი ცვლილებები უკვე 7 დღეში შეიმჩნება, თუმცა, კიდევ ერთი კვირის შემდეგ საუკეთესო შედეგებს მიაღწევთ.