მთავარი რჩევები პანკრეასის კიბოს შემთხვევათა რაოდენობა სულ უფრო იზრდება: მისი ადრეული სიმპტომები

პანკრეასის კიბოს შემთხვევათა რაოდენობა სულ უფრო იზრდება: მისი ადრეული სიმპტომები

by guramus

კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოს სიმპტომები

ამ კიბოს ერთ-ერთი თავისებურებაა ადრეული სიმპტომების არარსებობა. საკმაოდ ხშირად, იგი ვლინდება შემთხვევით, ყოველწლიური გამოკვლევის დროს.

სიმსივნე, შესაძლოა, შემდეგი სიმპტომებით გამოვლინდეს:

• ტკივილი და წნევის შეგრძნება მუცლის ზედა ნაწილში;

• საერთო შეუძლოობა;

• საყვითლო;

• მუცლის შებერილობა;

• ღებინება და გულისრევა;

• მადის დაკარგვა, სხეულის წონის კლება;

• სისუსტე და უძლურობა.

ვინ შედის რისკ-ჯგუფში?

ზოგიერთი ადამიანი მეტადაა მიდრეკილი კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოს გაჩენისკენ. შემდეგი რისკ-ფაქტორები ზრდის სიმსივნის წარმოქმნის ალბათობას:

• მოწევა;

• 65+ ასაკი;

• გასუქება;

• რაციონში ცხიმების დიდი რაოდენობა;

• შაქრიანი დიაბეტი;

• ქრონიკული პანკრეატიტი;

• მემკვიდრული განწყობილება.

როგორ უნდა შეამციროთ კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნის გაჩენის რისკი?

ზოგიერთ რისკ-ფაქტორზე გავლენის მოხდენა შეუძლებელია(ასაკი, მემკვიდრული განწყობილება).

სამაგიეროდ, შეგიძლიათ ცხოვრების წესი შეცვალოთ უკეთესობისკენ:

• შეეშვით მოწევას;

• უარი თქვით ალკოჰოლზე;

• გამორიცხეთ ტრანს-ცხიმები რაციონიდან;

• დაკავდით სპორტით;

• აკონტროლეთ სისხლში გლუკოზის დონე.