მთავარი რჩევები აი, რა მოხდება, თუ ძილის წინ ლიმონის ნაჭერს დადებთ საწოლთან

აი, რა მოხდება, თუ ძილის წინ ლიმონის ნაჭერს დადებთ საწოლთან

by guramus

რაზე ფიქრობთ პირველ რიგში, როცა გესმით სიტყვა „ლიმონი“? მის ფორმას თუ გემოს? ან იქნებ, მის სასარგებლო თვისებებს?

ალბათ გსმენიათ, თუ რამდენად სასარგებლოა დილით თბილი, ლიმონიანი წყლის დალევა. ცნობილია, რომ ეს აუმჯობესებს საჭმლის მონელებასა და იმუნურ სისტემას.

თუმცა, იცოდით ლიმონის გამოყენების სხვა გზებზე, რომლებიც თქვენს ჯანმრთელობას არგებს?

ლიმონი საწოლის გვერდით

თქვენ შეგიძლიათ, მიიღოთ ლიმონისგან სარგებელი მანამ, სანამ გძინავთ. როგორ? უბრალოდ დადეთ ერთი ნაჭერი ლიმონი საწოლთან და გაიუმჯობესებთ სუნთქვასა და ჰაერის საერთო ხარისხს!

• გაჭერით ლიმონი შუაზე;

• ჩაალაგეთ თავები თასში;

• დადეთ თასი საწოლთან ძილის წინ.

შეგიძლიათ, პროცედურა ყოველ ღამით გაიმეოროთ. სარგებლის სია საკმაოდ დამაკმაყოფილებელია ასეთი მარტივი პროცედურისთვის:

1. სისხლის წნევის შემცირება

ამერიკელთა 32%-ს არტერიული წნევის პრობლემები აქვს. ამიტომ, ლიმონი ნამდვილად გამოგადგენათ. მისი მთავარი სარგებელი ისაა, რომ სრულიად ბუნებრივია.

ამასთან, რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია არტერიულ წნევასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ.

2. სტრესის მოხსნა

ეს განსაკუთრებით სასარგებლო თვისებაა, თუ გავითვალისწინებთ იმ დატვირთულ დროს, რომელშიც ვცხოვრობთ. უამრავ ფაქტორს შეუძლია ნერვული სისტემის მწყობრიდან გამოყვანა დღის განმავლობაში.

ამიტომ, ჯანსაღი ძილი თითქმის ისეთივე აუცილებელია, როგორც სუნთქვა. ციტრუსის სუნი ამშვიდებს ნერვულ სისტემას და აძლევს დასვენების საშუალებას.

3. სუნთქვის გაუმჯობესება

არსებობს ორი ძირითადი, სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემა, რომლის მოგვარებაც ლიმონს შეუძლია. მისი ანტიოქსიდანტური თვისება ეხმარება ადამიანს ცხვირის შეგუბებისა და სხვადასხვა ალერგიის დროს.

ასევე, წმენდს ჰაერს ოთახში და უფრო სასიამოვნოს ხდის(თუ ლიმონის არომატი მოგწონთ).

4. მწერების მოშორება

ლიმონი – ერთ-ერთი საოცარი ბუნებრივი რეპელენტია. მას შეუძლია მწერების მოშორება და მათი განზიდვა ოთახიდან. როგორც ჩანს, მწერები ნამდვილად ვერ იტანენ ლიმონის არომატს.

5. დილის ენერგია

ლიმონი დადებითად მოქმედებს სუნთქვასა და ნერვულ სისტემაზე, რაც ძილს უფრო ეფექტურს ხდის. გარდა ამისა, ლიმონის სუნი აძლიერებს სეროტონინის, ბედნიერების ჰორმონის წარმოებას, რაც დილით თავს უფრო მსუბუქად გაგრძნობინებთ.