მთავარი რჩევები ხახვის ექსტრაქტით შრამებისა და სტრიების მოშორება ძალიან მარტივია!

ხახვის ექსტრაქტით შრამებისა და სტრიების მოშორება ძალიან მარტივია!

by guramus

ხახვი – განსაკუთრებული არომატის მქონე ბოსტნეული – დიდ როლს ასრულებს ნებისმიერი დიასახლისის სამზარეულოში, სილამაზის ინდუსტრიაში, ასევე, სამედიცინო მიზნებისთვისაც.

მიუხედავად მისი უპირატესობებისა, ხახვის არომატის გამო მასზე ბევრი ამბობს უარს.

სპეციალისტები გვახსენებენ, რომ ხახვი მდიდარია კალციუმით, კალიუმით, ფოსფორითა და ვიტამინ С-თი, ამიტომ, იგი ძალიან სასარგებლო და აუცილებელია რეგულარული მოხმარებისთვის.

დღეს ჩვენ მოგიყვებით, თუ როგორ უნდა მოიშოროთ შრამები და სტრიები და გაიუმჯობესოთ კანის მდგომარეობა ხახვის დახმარებით.

ხახვის ექსტრაქტი ეფექტურია ჰიპერტროფული და კელოიდური სტრიებისთვის, რომლებიც, თავიანთი ტექსტურის გამო, კანზე ულამაზოდ ჩანს.

ამ მარტივი მკურნალობისთვის თქვენ დაგჭირდებათ:

• 10 გ თხევადი საპონი;

• 3 გ მარილი;

• საშუალო ზომის თავი ხახვი.

მომზადების წესი:

1. შეურიეთ მარილი და საპონი;

2. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და კარგად შეურიეთ;

3. მოათავსეთ სავსე ჭურჭელი ორთქლის აბაზანაზე 15 წუთით და აქტიურად ურიეთ ყოველ 5 წამში;

4. ყავის ფილტრის გამოყენებით, გაწურეთ ნარევი (ექსტრაქტი აქაფდება).

გამოყენების წესი:

წაისვით მიღებული ექსტრაქტი შრამებსა და სტრიებზე დღეში ორჯერ.

პირველი მიღების დროს, გამოიყენეთ მცირე ოდენობა, რათა დარწმუნდეთ, რომ ალერგიული რეაქცია არ გაქვთ.

ასევე, არ დაგავიწყდეთ, ექსტრაქტის ჩამობანის შემდეგ აუცილებლად უნდა წაისვათ დამატენიანებელი კრემი, ქოქოსის ან ზეითუნის ზეთი.