მთავარი რჩევები მოკალი ფეხის, მუხლის და თეძოს ტკივილი ამ 6 სავარჯიშოს მეშვეობით სულ რაღაც 5 წუთში (+ბონუსი)

მოკალი ფეხის, მუხლის და თეძოს ტკივილი ამ 6 სავარჯიშოს მეშვეობით სულ რაღაც 5 წუთში (+ბონუსი)

by guramus

ზოგადი სტატისტიკა აჩვენებს, რომ მსოფლიო მოსახლეობის 15-25% მუხლის ტკივილებით იტანჯება. მუხლის ტკივილი ყველაზე გავრცელებული ქრონიკული ტკივილია.

ტკივილის გამომწვევი მიზეზი შეიძლება დაღლილობა, ტრამვა ან სხვა ავადმყოფობა იყოს.

ჯენიუსი გთავაზობთ 6 შესანიშნავ ვარჯიშს, რომელიც სახლში თქვენივე ძალებით შეგიძლიათ შეასრულოთ. შედეგი იმდენად კარგი იქნება, რომ ქრონიკული ტკივილი საბოლოოდ გაქრება და ცხოვრების ხალისი დაგიბრუნდებათ.

პირველი ვარჯიში: ქუსლის გაძლიერება

ნელი მოძრაობით მოხარეთ ფეხი და საყრდენი ფეხით აიწიეთ თითის წვერებზე. გაჩერდით რამდენიმე წამი და დაუბრუნდით საწყის პოზას. მოქმედება თითოეულ ფეხზე 15-20-ჯერ გაიმეორეთ.

მეორე ვარჯიში: თითის წვერებზე სიარული

5-15 წუთის განმავლობაში იმოძრავეთ თითის წვერებზე. თუ არ დაიღლებით, 15 წუთზე მეტიც შეგიძლიათ. აღნიშნული გააძლიერებს მყესებს და თქვენი შემდგომი მოძრაობები მეტად თავისუფალი იქნება.

მესამე ვარჯიში: წვივის ტრიალი

დაჯექით სკამზე, აწიეთ ერთი ფეხი და დაიწყეთ წვივის მოძრაობა ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები. ჯერ საათის ისრის მიმართულებით ამოძრავეთ 10-ჯერ, შემდეგ საპირისპირო მიმართულებით.

მეოთხე ვარჯიში: წინააღმდეგობის დაძლევა

წელვადი რეზინა დაამაგრეთ მყარად, გამოიბით ტერფზე და მოქაჩეთ 10-ჯერ.

მეხუთე ვარჯიში: თითების გაძლიერება

მყარ ზედაპირზე დაყარეთ ასანთის ღერები და ეცადეთ ფეხის თითებით, ხელების დაუხმარებლად აიღოთ ისინი.

მეექვსე ვარჯიში: ბურთზე სიარული

დადეთ ჩოგბურთის ბურთი იატაკზე და დააბიჯეთ ფეხი, ნელ ამოძრავეთ ბურთი ფეხის გულით წინ და უკან.

+ ბონუსი: ორი წერტილის ეფექტი

დამღლელი დღის შემდეგ, როცა ფეხები აღარ გვემორჩილება, იდეალურია ფეხის მასაჟის გაკეთება. როგორც ფოტოზეა ნაჩვენები, თქვენს ფეხზეც მონახეთ ორი წერტილი და 10 წუთით გაიკეთეთ მასაჟი. შედეგი შესანიშნავი და უსწრაფესი იქნება.

ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ მიერ შემოთავაზებული რჩევები დაგეხმარებათ და შეგიმსუბუქებთ სტრესული ცხოვრებით გამოწვეულ ტკივილებს.