მთავარი გასართობი 10 რამ, რასაც ყოველდღე არასწორად ვაკეთებთ და უნდა გამოვასწოროთ

10 რამ, რასაც ყოველდღე არასწორად ვაკეთებთ და უნდა გამოვასწოროთ

by guramus

ყოველდღიურ ცხოვრებაში უმნიშვნელო საკითხების გადაწყვეტაში შეიძლება ზედმეტად ბევრი დრო გვეხარჯებოდეს, რაც საბოლოოდ ჩვენი ნერვების ცუდ მდგომარეობაში ყოფნას იწვევს. საბედნიეროდ ამ შემთხვევების უმრავლესობა მარტივად შეიძლება გადავწყვიტოთ:

კოკაკოლის ქილას გაუყარეთ საწრუპი სპეციალურ ხვრელში

თუ თქვენ ასეთი ხერხით დალევთ გაზიან სასმელს, იგი საერთოდ არ გადმოიღვრება.

იდეალური კვერცხის შეწვა

საუკეთესო ფორმის მქონე კვერცხის შეწვა ყველასთვის სასიამოვნო დღის დასაწყისად შეიძლება იქცეს. ამისთვის თქვენ არანაირი სპეციალური ხელსაწყოს ყიდვა არ გჭირდებათ. უბრალოდ ამოჭერით წრიული ნაჭერი ხახვის შუაგულიდან და სწორედ მისი შუაგული შეავსეთ ტაფაში კვერცხით.

კაბელების შეერთება

თუ გსურთ რომ თქვენი კაბელები ერთმანეთს არასდროს დაშორდეს შემთხვევითი გაქაჩვის ან რაიმე მსგავსი ასპექტის გამო, შეკვრის წერტილში შეერთებამდე გააკეთეთ პატარა კვანძი და მხოლოდ ამის შემდეგ გადააბით ისინი ერთმანეთს.

ნიორის გაფრცქვნა

მანიკურის გაკეთება

მიჰყევით სურათზე გამოსახულ ინსტრუქციას თქვენი ფრჩხილების შეღებვის პროცესში და საბოლოოდ ყველაზე იდეალურ ვიზუალს მიიღებთ.

სასმელის ბოთლის სწრაფად გაციება

მაცივარში შედებამდე შემოახვიეთ ბოთლს თხელი ქაღალდი და ასე დატოვეთ. თქვენი სასმელი სულ რაღაც 15 წუთში გაცივდება.

თასმების შეკვრა

თუ თქვენ სურათზე მოცემული ინსტრუქციის მიხედვით შეიკრავთ ფეხსაცმელების თასმებს, ისინი აღარასდროს გაიხსნება შემთხვევით.

ნაყინის სენდვიჩი

თუ სტუმრებისთვის ორიგინალური დესერტის მირთმევა ზედმეტი დროის დახარჯვის გარეშე გსურთ, უბრალოდ გადაჭერით შუაზე ნაყინის ქილა და მისი შუა ნაწილი მოათავსეთ ორ ნამცხვარს შორის. შემდეგ უკვე ქილის გარეკანის მოშორებაა საკმარისი იდეალური ნაყინის სენდვიჩის მისაღებად.

პლასტიკური ჩასადების გახსნა

თუ თქვენ მიერ შეძენილი ახალი ნივთი ასეთი ფორმის ჩასადებით არის შეფუთული, გამოიყენეთ ქილებისა და კონსერვების გასახსნელი ხელსაწყო მაკრატლის მაგივრად და სასურველ შედეგს 2–ჯერ უფრო ნაკლებ დროში მიაღწევთ.

მაისურის დაკეცვა

უბრალოდ მისდიეთ ზევით მოცემულ ინსტრუქციას და ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო მალე მოიშორებთ მაისურის დაკეცვის მსგავს რუტინულ საქმეს.