მთავარი კულინარია თაფლის 6 საიდუმლოება, რომელიც მის ჭამამდე აუცილებლად უნდა იცოდეთ

თაფლის 6 საიდუმლოება, რომელიც მის ჭამამდე აუცილებლად უნდა იცოდეთ

by guramus

ყოველდღიური რაციონის გამდიდრება ნატურალური საკვები პროდუქტებით ყველაზე ჯანმრთელი ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია.

მათ შორის ერთ–ერთი ძალიან სასარგებლო ბიოლოგიური წამალი სწორედ თაფლია, რომელიც თითქმის ყველა სახის მენიუში შეგიძლიათ გაურიოთ.

ეს პროდუქტი ფიზიოლოგიურად სრულფასოვანი მინერალური ნივთიერებების, ფერმენტების, ვიტამინებისა და ანტიმიკრობული ნივთიერებების შემცველობით გამოირჩევა და ასეთი მნიშვნელოვანი შენარევების მიღებამდე რამდენიმე რჩევა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ:

6. სიტკბოს დონე


როდესაც გსურთ, რომ თქვენთვის საყვარელი რეცეპტით კერძის ან დესერტის მომზადებისას შაქარი თაფლით ჩაანაცვლოთ, აუცილებელია მისი დოზა დაკვირვებით გააკონტროლოთ. 1 ჭიქა შაქრის მაგივრად ნახევარ ჭიქაზე ოდნავ ნაკლები თაფლიც კი საკმარისია, რადგან ის შაქარზე ორჯერ უფრო ტკბილ დანამატს წარმოადგენს.

5. თაფლი და სითხე

ეს გემრიელი და ტკბილი პროდუქტი ასევე ჰიდროსკოპული ნივთიერებების სიაში მოწინავე პოზიციას იკავებს , რაც ნიშნავს იმას, რომ მისი მენიუში ჩამატებისას იდეალური ბალანსის მისაღებად წყლის რაოდენობა აუცილებლად უნდა შეამციროთ მიქსში.

4. დრო

როდესაც შაქრის ან ნებისმიერი ტკბილი ფხვნილის გამოყენების მაგივრად თაფლს დაამატებთ თქვენი კერძის მასალაში, საჭიროა ბევრად უფრო დიდხანს აურიოთ იგი. თაფლის ნაწილაკები უფრო მკვეთრია და დიდ ძალისხმევას საჭიროებს იდეალურად გახსნისთვის.

3. ცომი

თუ გსურთ, რომ ცომის დამზადებისას თაფლიც შეურიოთ მისი ამოყვანის პროცესში, გაითვალისწინეთ თაფლისა და საცხობი სოდას საჭირო დოზების შერჩევა. თითო ჭიქა თაფლის გამოყენებისას, დაუმატეთ ½ ჩაის კოვზი სოდა.

2. ტემპერატურა

ცომის ღუმელში მომზადებისას თაფლს სპეციალური ტემპერატურაც უნდა შეურჩიოთ. გამოიყენეთ 40 გრადუსით უფრო დაბალი სითბოს შემცველობა, რადგან თაფლის შემცველობით დამზადებული ცომი უფრო მალე იწვება.

1. ჯემი და ტკბილეული

თაფლის ერთ–ერთი ყველაზე გემრიელი თვისება ჯემისა და კანფეტების დამზადებაში მისი გამოყენების შესაძლებლობაა.თუმცა, ამ შემთხვევაში ტემპერატურა ოდნავ უფრო მაღლა უნდა აწიოთ, რათა მასალის ზედმეტი სითხე საჭიროებისამებრ აორთქლდეს.