1. არავინ გიცნობთ მასზე უკეთესად
უნდა ვაღიაროთ, რომ თქვენს დაზე უკეთ არავინ შეიძლება გიცნობდეთ, რადგან მან ყველაზე მეტი იცის თქვენი წარსულის შესახებ. ამ გოგონას აქვს შესაძლებლობა წაიკითხოს თქვენი აზრები. ვინ არ ინატრებდა გვერდით ისეთი ადამიანის ყოლას, რომელიც სიტყვის უთქმელად ხვდება რა გაწუხებთ.
2. მას თქვენი ყველაზე ცუდი მხარე უნახავს
როდესაც საუკეთესო მეგობარის თვისებებს ასახელებთ, მის მიერ თქვენს გვერდით დგომა ჭირსა და ლხინში ალბათ ერთ–ერთი მთავარი მოთხოვნაა. ეს არის სწორედ ის, რასაც თქვენი და ყოველთვის აკეთებს. მას უნახიხართ თქვენს ყველაზე ცუდ ემოციურ და ფიზიკურ ფორმაში და მის თვალში მაინც იგივე ადამიანად რჩებით.
3. ის ყოველთვის გულახდილია
ზოგჯერ გაღიზიანებთ ის ფაქტი, რომ ახლო მეგობრები უხეშ სიმართლესა და მტკივნეულ ფაქტებს პირდაპირ დაუფარავად გეუბნებიან. თუმცა, გაზრდასთან ერთად მარტივია იმის გაცნობიერება, რომ სწორედ ასეთი ადამიანები წარმოადგენენ ყველაზე გამოსადეგარ მეგობრებს. თქვენი დაც მუდამ მზადაა დაგიცვათ სხვებისგან, თუმცა პირისპირ დარჩენისას თქვენ საყვედურებს პირდაპირ და მოურიდებლად გეტყვით.
4. ერთმანეთთან უნიკალური მოგონებები გაკავშირებთ
თქვენ ერთმანეთთან ორიგინალური ოჯახური წარსული გაკავშირებთ, რის გამოც ზუსტად იცით როგორ ჩამოყალიბდით იმ ადამიანად, როგორიც ხართ. ასეთი უნიკალური მხარის ცოდნა ადამიანის მიმართ განსაკუთრებულ ნდობას აჩენს.
5. მასთან ოჯახურ საკითხებზე საუბარი შეგიძლიათ
მიუხედავად იმისა, თუ რამდენად ახლოს ხართ თქვენს მეგობრებთან, მაინც არსებობს ისეთი დელიკატური საკითხები, რომელზეც მხოლოდ ოჯახის წევრთან თუ ისაუბრებთ კომფორტულად. თქვენს დასთან დაფარული თემები არ არსებობს, რადგან ისიც თქვენნაირ პრობლემებს ებრძვის.
6. ბევრი საერთო გაქვთ
თქვენ და თქვენი და ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანები ხართ, თუმცა მიუხედავად იმისა გინდათ თუ არა ამის აღიარება, ერთმანეთს ბევრი რამითაც გავხართ. მასთან ფიზიკური და პერსონალური შტრიხები აუცილებლად გაგაერთიანებთ. ვინ გაგიგებთ იმ ადამიანზე მეტად, რომელიც თქვენ ფიზიკურად გგავთ?
7. თქვენს შორის ჩხუბი დასასრულს არ უდრის
პატარაობაში დები ხშირად ჩხუბობენ, ამას ასაკობრივი განსხვავება კიდევ უფრო ახშირებს. მიუხედავად იმისა, თუ რამდენს იკამათებთ და იჩხუბებთ ერთმანეთთან, მაინც იცით რომ ბოლოს ვერაფერი ვერ დაგაშორებთ მასთან.
დების სერიოზული ჩხუბის შემდეგაც კი, ყოველთვის მოიძებნება ისეთი გზა, რომელიც მათ აუცილებლად შეარიგებს. დის დაკარგვა იმდენად სერიოზული საკითხია, რომ ჩვეულებრივ საკითხებზე ჩხუბი ამას ნამდვილად არ გამოიწვევს მეგობრებისგან განსხვავებით.