მთავარი კულინარია ჩაშუშულ ხორცს დაუმატეთ ქერის ბურღული და სოკო, შედეგად აი ასეთ ბლინებს მიიღებთ

ჩაშუშულ ხორცს დაუმატეთ ქერის ბურღული და სოკო, შედეგად აი ასეთ ბლინებს მიიღებთ

by Keti

ინგრედიენტები 11 პორციაზე:

ცომი:

რძე – 400 მლ.

ქათმის კვერცხი – 3 ც.

ფქვილი – 200 გ.

შაქარი – 2 ს.კ.

მარიკი – 1 ჩ.კ.

მენარული ზეთ – 3 ს.კ.

გულსართი:

ქერი (,,პერლოვკა”) – 1/2 ჭიქა

თეთრი სოკო – 200 გ.

ხახვი – 1 თავი

ნიორი – 2 კბილი

ჩაშუშული ხორცი – 1 ქილა

ხმელი ქონდარი – 2 მწიკვი

მარილი – გემოვნებით

ნაბიჯი 1

ჩავალბოთ ქერი წყალში 3 საათით, შემდეგ გადავწუროთ, თავიდან დავასხათ წყალი პროპორციით 1:3 და მოვხარშოთ ნელ ცეცხლზე 50 წუთით. მომზადების ბოლოს ნახარში გადავწუროთ და 1 ჭიქა შევინახოთ.

სოკო მოვხარშოთ წყალში დაფნის ფოთოლთან და სურნელოვან პილპილთან ერთად, გადავწუროთ, დავჭრათ წვრილად.

ნაბიჯი 2

ტაფაში მოვშუშოთ დაჭრილი ხახვი, დავამატოთ სოკო, მოვაყაროთ ქონდარი, გავაგრძელოთ შუშვა 10 წუთის განმავლობაში, თან ვურიოთ.

ნაბიჯი 3

დავბამატოთ დაქუცმაცებული ნიორი, ვშუშოთ კვლავ 2 წუთი

ნაბიჯი 4

დავამატოთ ჩაშუშული ხორცი, გავაგრძელოთ შუშვა 2 წუთის განმავლობაში

ნაბიჯი 5

ჩავასხათ 1 ჭიქა ნახარში, ისევ ვხარშოთ 2 წუთი

ნაბიჯი 6

დავუმატოთ მომზადებული ქერის ბურღული

ნაბიჯი 7

ვხარშოთ მაღალ ცეცხლზე სითხის სრულ ამოშრობამდე

ნაბიჯი 8

მოვამზადოთ ცომი, ავთქვიფოთ კვერცხი შაქართან და მარილთან ერთად

ნაბიჯი 9

დავამატოთ მცენარეული ზეთი

ნაბიჯი 10

ჩავასხათ რძე

ნაბიჯი 11

ჩავყაროთ ფქვილი

ნაბიჯი 12

მოვზილოთ ცომი სიგლუვის მიღებამდე

ნაბიჯი 13

ტაფაში ჩავასხათ ზეთი, წამოვადუღოთ, ჩავასხათ ზეთი ცალკე ჭურჭელში. ამ ცხიმით გავპოხოთ ტაფა თითოეული ბლინის გამოცხობის შემდეგ.


ნაბიჯი 14
გამოვაცხოთ თხელი ბლინები ორივე მხრიდან.

ნაბიჯი 15
თითოეული ბლინის შუაში დავდოთ 1 ს.კ. გულსართი და გადავახვიოთ. მიირთვით გემრიელად!