მთავარი კულინარია ზამთრისთვის მისწრებაა – მოამზადეთ ღორის ხორცის რულეტი ენით

ზამთრისთვის მისწრებაა – მოამზადეთ ღორის ხორცის რულეტი ენით

by Keti

ინგრედიენტები:

საქონლის ენა – 500 გრამი

ღორის კისერი (შეიკა) – 700 გრამი

დაჭრილი ბეკონი – 5-6 ცალი ნაჭერი

მარილი, პილპილის ნაკრები, პროვანსული ბალახი

მიხაკი – 2 ცალი

სურნელოვანი პილპილი – 3 ცალი

დაფნის ფოთოლი – 1-2 ცალი

შავი ჩაი – 2-3 ჩაის კოვზი

მომზადების თანმიმდევრული რეცეპტი:

საქონლის ენა გულმოდგინედ გავრეცხოთ

მოვხარშოთ ბოლომდე და ხარშვისას დავამატოთ მარილი, მიხაკი, სურნელოვანი პილპილი, დაფნის ფოთოლი.

მოვამზადოთ ჩაის მარინადი სანელებლებთან (მიხაკი, სურნელოვანი პილპილი, დაფნის ფოთოლი) ერთად. მივიყვანოთ ადუღებამდე.

მოხარშული ენა ამოვიღოთ ბულიონიდან, გავაცალოთ კანი ცივი წყლის ჭავლის ქვეშ, ჩავდოთ ჩაის მარინადში და დავტოვოთ საბოლოო გაცივებამდე.

ღორის კისერი გავჭრათ სიგრძეზე, ბოლომდე არა, გავშალოთ წიგნივით, მოვაყაროთ მარილი, პილპილის ნაკრები და პროვანსული ბალახი. დავბეგვოთ მსუბუქად, რათა თანაბარი სისქის გახდეს.

ამ მომზადებულ ფირფიტაზე დავაწყოთ ბეკონის ნაჭრები.

დამარინადებული ენა ამოვიღოთ, დავდოთ ბეკონებზე და რულეტივით გადავახვიოთ, შევკრათ ზონრებით.

რულეტი მოვათავსოთ ცეცხლგამძლე ფორმაში, ჩავასხათ ცოტა ჩაის მარინადი, მჭიდროდ დავაფაროთ ფოლგა.

გამოვაცხოთ 240 გრადუსზე 30 წუთის განმავლობაში. ღუმელის კარი არ გამოვაღოთ, გამოვრთათ და შიგნით დავტოვოთ გასაციებლად.

თუ ფორმაში დარჩა სითხე, გადავღვაროთ, დავდოთ მზა რულეტი პრესის ქვეშ აცივარში მთელი ღამით.

დამატებითი ინფორმაცია:

მოვამზადე ორიგინალი რეცეპტის მოტივების მიხედვით. სალის მაგივრად გამოვიყენე ბეკონი, ხბოს ხორცის ნაცვლად – მჭლე ღორის ხორცი. რულეტი გამოდის არაჩვეულებრივად არომატული, ჩაის მარინადმა თავი ისახელა. მას გამოვიყენებ, არამხოლოდ ენისთვის, არამედ ღორის ხორცისთვისაც.