არ მაქვს საშუალება დიდი დრო გავატარო გაზქურასთან, ამიტომ ნაპოლეონს ამ რეცეპტით ვამზადებ 20 წუთში.

by Keti Alaverdashvili

ბევრი იცნობს და ბევრს უყვარს ბავშვობის ტორტი ნაპოლეონი. ნაყიდი დესერტი ყოველთვის არ არის ისეთი გემრიელი, როგორც შინ მომზადებული, მაგრამ თუ გინდა დატკბე ნამდვილად ღირებული რამით, დრო კი საერთოდ არ გაქვს, მაშინ შეგიძლია ,,ზარმაცი ნაპოლეონის” მომზადება.

ამ დესერტის მოსამზადებლად არ არის საჭირო ქურის გაცხელება. ტორტი იქნება ფხვიერი, მისი ნაზი კრემი კი პირში ჩაგადნებათ. სიმართლე გითხრათ, ეს არის ნაპოლეონის ყველაზე გემრიელი ვარიანტი, რომელიც ოდესმე გამისინჯავს. მოამზადეთ თქვენც.

ინგრედიენტები:

ფენოვანი ორცხობილა,,ყურები” – 800 გრამი

რძე – 1 ლიტრი

კვერცხი – 4 ცალი

კარაქი – 150 გრამი

შაქარი – ნახევარი ჭიქა

ფქვილი – 6 სუფრის კოვზი

ვანილის შაქრის მწიკვი

მომზადება:

1. შეურიეთ კვერცხი, შაქარი, ფქვილი და ვანილის შაქარი.

 

2. კარგად ათქვიფეთ მასა, ჩაასხით მასში რძე და ცეცხლზე მოათავსეთ.

 

3. მოხარშეთ კრემი, განუწყვეტლივ ურიეთ, სანამ მთლიანად არ გაცხელდება. როცა კრემი ცოტა გაცივდება, ჩაუმატეთ კარაქი, ათქვიფეთ.

შეგიძლიათ ააწყოთ პატარა ტორტი: ამოავლეთ ,,ყურები” კრემში და ჩააწყვეთ თასში. არ დაინანოთ ეს შესანიშნავი კრემი, რაც მეტს გამოიყენებთ, მით უფრო გემრიელი იქნება.

 

4. ყურების ზედა ფენასაც წაუსვით დარჩენილი კრემი.

 

5. მოაყარეთ კრემს ორცხობილას ნაფხვენები.

აი, სულ ეს არის, უნაზესი დესერტი მზადაა. მომზადების წესი შეგიძლიათ იხილოთ ვიდეოში.

ასევე დაგაინტერესებთ