მთავარი რჩევები დაივიწყეთ შიმშილი: ექიმი ბრაუნის სპეციალური დიეტა მათთვის, ვისაც 2 კვირაში სურთ გახდომა

დაივიწყეთ შიმშილი: ექიმი ბრაუნის სპეციალური დიეტა მათთვის, ვისაც 2 კვირაში სურთ გახდომა

by Keti

წარმოიდგინეთ ისეთი დღეები, როცა აუცილებლად უნდა ჭამოთ დღეში ექვსჯერ, ამასთან არ უნდა იმტვრიოთ თავი იმაზე თუ რა მოამზადოთ.

გემრიელი კერძები, მკაფიო გეგმა, შიმშილის არარსებობა და წონის კლება ექვსიდან რვა კილოგრამამდე – ეს არის ის ყველაფერი, რაც ბრაუნის დიეტას გამოარჩევს მათგან, რაც ადრე გაგიგიათ.

ექიმმა ელტონ ბრაუნმა შეადგინა ძალიან მოქნილი მენიუ, სადაც აქცენტები არაკალორიულ კერძებზე კეთდება.

გახდომა ორ კვირაში:

კვებას დღეში სამჯერ, და თანაც ნაკლებ კალორიული პროდუქტებით, დიდი რისკი აქვს, რომ ჩაიშალოს. მაშინ როცა იგივე პროდუქტები, რომლებიც საკვების ექვსჯერად მიღებაზეა განაწილებული, არ აძლევს კუჭს საშუალებას იყოს ,,უსაქმოდ’’ და აგზავნოს სიგნალები იმის შესახებ, რომ ჭამის დროა.

როგორც ყველა ეფექტურ დიეტას, ბრაუნის დიეტასაც აქვს რამდენიმე აუცილებელი პირობა.

  1. მინიმუმ 7-8 საათიანი ძილი. ეს პუნქტი არ არის უმნიშვნელო, რადგან სხვა შემთხვევაში დიეტის დაცვა გართულდება.
  2. საკვების მიღების ბოლო ჯერი არის არაუგვიანეს ექვსი საათი.
  3. ყოველდღიურად 1.5-2 ლიტრი წყალი . სხვა სითხეებიდან უპირატესობა მიანიჭეთ მინერალურ სასმელებს და ბალახის ჩაის.
  4. მიიღეთ არაუმეტეს 40 გრამი ცხიმი დღეში.

გახდომის შედეგი მერყეობს ხუთიდან რვა კილოგრამამდე. ხოლო ზოგჯერ ადის ათამდეც. ორგანიზმი იღებს საკმარისი რაოდენობის ცილებსა და ნახშირწყლებს, მაგრამ არა ცხიმებს, რათა დახარჭოს საკუთარი ცხიმოვანი უჯრედები.

ბრაუნის დიეტის მენიუ:

ამ დიეტისთვის დამახასიათებელია რაციონის ციკლურობა – ანუ პირველი, მეორე და მესამე დღეები სხვადასხვაა. მეოთხე დღეს ციკლი მეორდება. მეშვიდე დღე კი განტვირთვაა – მხოლოდ ვაშლითა და კეფირით.

დღე 1

საუზმე: 2 მოხარშული კვერცხი და 100 გრამი ხაჭო.

წახემსება:ვაშლი და 100 მილილიტრი კეფირი

სადილი: 100 გრამი მოხარშული ბრინჯი

წახემსება:ვაშლი და 100 მილილიტრი კეფირი

სამხარი: ახალი ბოსტეულის სალათი ყველთან

წახემსება:ვაშლი და 100 მილილიტრი კეფირი

დღე 2

საუზმე: წყალზე მომზადებული ქერის ფაფა და 1 ჭიქა იოგურტი

წახემსება:1 ჭიქა პომიდვრის წვენი ,,ხლებცთან’’ ერთად

სადილი: 150 გრამი თეთრი მოხარშული თევზი

წახემსება:ტომატის წვენი ,,ხლებცთან’’ ერთად

სამხარი: 1 კვერცხი და ხილი დესერტად

წახემსება:ტომატის წვენი ,,ხლებცთან’’ ერთად

დღე 3

საუზმე: 2 ტოსტი ყველით და მწვანილით. 1 მოხარშული კვერცხი

წახემსება: 1 მუჭა მშრალი ხილი ნიგოზთან ერთად

სადილი: ჭარხლის სალათა სტაფილოსთან და 150 გრამ მოხარშულ ქათმის მკერდთან ერთად

წახემსება: 1 მუჭა მშრალი ხილი ნიგოზთან ერთად

სამხარი: მოთუშული ბოსტნეული და იოგურტი დესერტად

წახემსება: 1 მუჭა მშრალი ხილი ნიგოზთან ერთად

როგორც ხედავთ კვერცხი ყოველდღიური რაციონის განუყოფელი ნაწილია. გასინჯეთ და გაუზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები მეგობრებს.