მთავარი რჩევები მას შემდეგ რაც ეს ინფორმაცია წავიკითხე, თაფლიანი წლის დალევა ჩემს ოჯახში რიტუალად იქცა

მას შემდეგ რაც ეს ინფორმაცია წავიკითხე, თაფლიანი წლის დალევა ჩემს ოჯახში რიტუალად იქცა

by Keti

თაფლიანი წყლის დადებითი გავლენა ორგანიზმზე დიდი ხანია დამტკიცებულია. ერთი ჩაის კოვზი თაფლი გახსნილი ერთ ჭიქა წყალში – ეს ნამდვილად სამკურნალო სითხეა. ამ თანაფარდობის შედეგად მიიღება ხსნარი, რომელიც თავისი შემადგენლობით სისხლის პლაზმის მსგავსია. მისი მომზადებისას არასოდეს არ ჩაასხათ თაფლი ცხელ წყალში, თორემ ის დაკარგავს სასარგებლო თვისებებს და გახდება ტოქსიკური.

წყალი უნდა იყოს ცივი, რათა თაფლმა მასში წარმოქმნას კლასტერული კავშირები. სვით ის დილაობით, უზმოზე და მიიღეთ სარგებელი.

თაფლიანი წყლის სარგებელი:

  1. ის აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, აღადგენს ნაწლავის მიკროფლორას, თავიდან გვაცილებს დისბაქტერიოზს.
  2. ამაღლებს იმუნიტეტს, კურნავს ქრონიკული ბრონქიტებისგან, სურდოსგან, ათხელებს ლორწოს, რომელიც ფილტვებში გროვდება.
  3. გამოაქვს პარაზიტები საჭმლის მომნელებელი ორგანოებიდან.
  4. ათავისუფლებს ორგანიზმს შლაკებისგან, გვიცავს შეკრულობისგან, ანადგურებს ფეკალურ ქვებს ნაწლავებში.
  5. წმენდს მთელ ორგანიზმს უჯრედულ დონეზე.
  6. თავისი ჰიგროსკოპულობის წყალობით თავიდან გვაცილებს ენურეზს.

სამკურნალო პროფილაქტიკური მიზნისთვის ასეთი წყალი უნდა სვათ უზმოზე, გაღვიძებისთანავე. მიიღეთ არაუმეტეს ერთი ჭიქისა, არ ღირს მისი ბოროტად გამოყენება დიდი რაოდენობის მიღებით.

თაფლიანი წყლის დილით მიღების სარგებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას.

თაფლიანი წყლის გამოყენება შესაძლოა გარეგანი გამოყენებისთვისაც. მისით იწმენდენ სახეს, რადგან ეფექტურად წმენდს კანს, უფრო ანაზებს და ხდის მას რბილსა და ხავერდოვანს.

რთული დღის ბოლოს თბილი, თაფლიანი ჩაი დარიჩინთან ერთად მოქმედებს დამაწყნარებლად. გახდომის მოსურნეები მას სვამენ ძილის წინ. მართალია თაფლი ტკბილია, თუმცა საჭირო პროპორციებითა და დარიჩინთან ერთად კომბინაციაში მოქმედებს როგორც ცხიმის ეფექტური დამწვავი.

აადუღეთ წყალი. შემდეგ ერთი ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით ნახევარ ჩაის კოვზ დარიჩინს. როდესაც სასმელი გაცივდება, დაამატეთ მასში ერთი სუფრის კოვზი თაფლი.

დაიმახსოვრეთ:

იმისათვის, რომ მაღალმა ტემპერატურამ არ დაარღვიოს თაფლის ფერმენტები, მისი დამატება შეიძლება მხოლოდ თბილ ან ცივ (და არა ცხელ) წყალში.

დარიჩინი თაფლთან ერთად გაგათავისუფლებთ იმ მიზეზებისგან, რის გამოც ორგანიზმში აკუმულირდება ცხიმი. მაგალითად, ისეთების, როგორიცაა საჭმლის მომნელებელ სისტემაში ტოქსიკრი ჩანართები ან სისხლის მომატებული ტუტოვანი რეაქცია.

თაფლი ტკბილეულთა ჯგუფს მიეკუთვნება, ამიტომ მისი გამოყენება ჯობს ზომიერად. თუმცა ტკბილიც არის და ტკბილიც. მაგალითად, შაქარი ძირითადად საქაროზისგან შედგება, რაც აბსოლუტურად უსარგებლო და მავნებელიც კია ორგანიზმისთვის. მის საკვებად გამოყენებას თანამედროვე ექიმები საერთოდ არ გვირჩევენ. თაფლი ეს სუფთა გლუკოზაა B, E, K ვიტამინებთან, კაროტინთან და ფოლიუმის მჟავასთან ერთად.

ფუტკრების მიერ ნაჩუქარი ეს ნივთიერება აუმჯობესებს ადამიანის ჯანმრთელობას, თუ მას გამოვიყენებთ ზომიერების ფარგლებში, ხოლო თაფლიანი წყალი უზმოზე არის სასმელი, რომელიც აღგვიდგენს ძალებს!