მთავარი რჩევები გოჭი აკრძალულია: კერძების სია, რომელიც არ შეიძლება იყოს საახალწლო სუფრაზე

გოჭი აკრძალულია: კერძების სია, რომელიც არ შეიძლება იყოს საახალწლო სუფრაზე

by Keti

პატივი ვცეთ ყვითელი მიწის ტახს, დამდეგი წლის სიმბოლოს. განსაკუთრებით, სადღესასწაულო მენიუს შედგენის დროს.

სუფრის გაწყობისას უპირატესობა ყვითელ ფერს მიანიჭეთ, კერძოდ შეარჩიეთ ყვითელი სუფრა, ან ყვითელი ხელსახოცები, სანთლები.

როგორი კერძები მოვამზადოთ ტახის წლისთვის?

1. ღორის ნებისმიერი კერძი აკრძალულია, განსაკუთრებით, შემწვარი გოჭი – ის ყოვლად მიუღებელია. ასევე სასურველი არ არის ღორისგან დამზადებული ძეხვი, კატლეტი, ბეკონი და სხვა. ხორცეულიდან არ იკრძალება ძროხის, ფრინველის, კურდლით ხორცი.

2. ,,ხალადეცი” – ასევე არ შეიძლება იყოს ღორის ხორცის. თუ მაინცდამაინც გსურთ ეს კერძი სუფრაზე, შეგიძლიათ, ქათმის ან კურდღლის ხორცისგან მოამზადოთ.

3. ღორები ძალიან ხარბები არან, ნთქავენ ყველაფერს, ამიტომ მაგიდა არ უნდა იყოს მოკრძალებული. სასურველია, ცხელი საჭმელების, სალათების, გამომცხვარი საკვების სიუხვე.

4. ღორს უყვარს მცენარეული საკვები, ამიტომ სალათები უნდა იყოს განსაკუთრებით ბევრი და მრავალფეროვანი. მათ შორის, არ დაივიწყოთ ტრადიციული ,,ოლივიე”.

5. მარცვლეული ღორის მეორე სიყვარულია, ამიტომ მაგიდის ცენტრში დადგით ჭურჭელი ხორბლისა და თხილეულის ნარევით. ასევე უნდა იყოს პურის მრავალფეროვნება.

6. ღორს ძალიან უყვარს ტრუფელები, შეგიძლიათ მისი ყიდვა. თუ ვერ იშოვით, შეცვალეთ სხვა სოკოთი.

7. სუფრაზე უნდა იყოს სპირტიანი სასმელის რამდენიმე ვარიანტი. ჭარბი სმა არ ღირს, განწყობის ამაღლება კი – აუცილებელია.

ღორის წელს უხდება მხიარულება და ხალხმრავლობა, ამიტომ დაპატიჟეთ მეგობრები, მშობლები, ყველა, ოღონდ ნუ შეხვდებით ახალ წელს მარტო. ღორს ასევე არ უყვარს სიძუნწე, მოწყენილობა, სიმარტოვე. სუფრა უნდა იყოს უხვი, ტანსაცმელი ოქროსფერი, ატმოსფერო კი მხიარული.

რა არ უნდა მოვამზადოთ ტახის წელთან შესახვედრად?

ღორის ხორცის შემცველობით არც ერთი კერძი არ არის დაშვებული.

რა შეიძლება?

ყველაფერი დანარჩენი, ცოტ-ცოტა, მაგრამ მრავალფეროვანი.

ახალი წლის მოსვლამდე ტახის სიმბოლო, ფიგურა ან სტატუეტი დადგით სადმე, ან დაკიდეთ ნაძვის ხეზე, ან პირდაპირ სუფრის ცენტრში მოათავსეთ.