მთავარი ინსპირაცია ბრძოლაში აფთრები ძალიან აქტიურობდნენ, კბენდნენ და ჩხაპნიდნენ ჯუნგლების მეფეს, თუმცა ისტორიას საბოლოოდ ორიგინალური დასასრული მაინც აქვს.

ბრძოლაში აფთრები ძალიან აქტიურობდნენ, კბენდნენ და ჩხაპნიდნენ ჯუნგლების მეფეს, თუმცა ისტორიას საბოლოოდ ორიგინალური დასასრული მაინც აქვს.

by guramus

დოკუმენტური ფილმები ველური ბუნების შესახებ საკმაოდ დაძაბული შეიძლება იყოს, რადგან იქ ყველაფერი მოსალოდნელია. ამ ისტორიას კი მართლაც უამრავი ადამიანი გაეცნო უკვე, რადგან ერთ–ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ეპიზოდი გამოდგა დოკუმენტური ფილმების სერიაში.

დინასტია სერიების ნაკრებია, რომელიც ცხოველთა შესახებ საინტერესო ეპიზოდებს გვთავაზობს, ამჯერად კი მათ ობიექტივში ლომების ოჯახი მოექცა. ლომი სახელად რედი აფთრების გუნდის გარემოცვაში აღმოჩნდა, რომელთან გამკლავებაც მას საკმაოდ გაუჭირდა.

ბრძოლაში აფთრები ძალიან აქტიურობდნენ, კბენდნენ და ჩხაპნიდნენ ჯუნგლების მეფეს, თუმცა ისტორიას საბოლოოდ ორიგინალური დასასრული მაინც ჰქონდა.

დოკუმენტური ფილმის ნარატორის თქმით, როდესაც იზრდებიან, ლომები მათი ოჯახის ტერიტორიის გარეთ იწყებენ მოგზაურობას.

” რედიც ასე გაემართა უცხო ველების სანახავად და პირდაპირ აფთრების ქალაქის ცენტრში აღმოჩნდა ”

გარეული ცხოველები ლომის დაღლის პროცესს შეუდგნენ. ამ რაოდენობის აფთარი ლომს ადვილად მოკლავდა.

ლომისთვის შეუძლებელი იყო ამ პროცესის ბოლომდე გაძლება. იგი ვერ მოახერხებდა აფთრების მოგერიებას დიდი ხნის განმავლობაში და საბოლოოდ დამარცხდებოდა. თუმცა, მის დასახმარებლად ჰორიზონტზე მისი ნათესავი გამოჩნდა.

დაზიანებულ ლომს ბიძაშვილმა დროზე მიუსწრო და აფთრების გუნდს გაქცევა აიძულა. იხილეთ ამ ისტორიის სასიამოვნო დასასრული ვიდეოში: