მთავარი რჩევები ნივრიანი წყალი ბებოს რეცეპტით მოვამზადე. უებარი საშუალებაა. ფეხზე წამომაყენა ერთ დღეში.

ნივრიანი წყალი ბებოს რეცეპტით მოვამზადე. უებარი საშუალებაა. ფეხზე წამომაყენა ერთ დღეში.

by Keti

მრავალმა იცის ნივრის სარგებლობის შესახებ, თუმცა მხოლოდ მაშინ ახსენდებათ, როცა საქმე ეხება იმუნიტეტის გაძლიერებას ან გრიპთან ბრძოლას. ნივრის სხვა სასარგებლო თვისებებზე ცოტაა ცნობილი, ეს კი სამწუხარო ფაქტია. მხოლოდ ორი კბილი ამ ბუნებრივი ანტიბიოტიკისა თავიდან გვაცილებს დაავადებათა მთელ ნაკრებს.

ნივრიანი წყალი

ჩვენ გასწავლით როგორ მოამზადოთ სწორად ნივრიანი წყალი:

ინგრედიენტები:

ორი ან სამი კბილი ნიორი

სამი ნაჭერი ახალი ლიმონი

სამი ან ოთხი წვეთი ზეითუნის ზეთი

ერთი ჭიქა თბილი წყალი

მომზადება:

  1. გაფცქვენით ნიორი და დაჭერით წვრილად.
  2. მოათავსეთ დაჭრილი ნიორი შესაბამის ჭურჭელში, დაამატეთ მას ლიმონის ნაჭრები და ზეითუნის ზეთი.
  3. დადგით თხუთმეტი წუთით.
  4. გადაწურეთ და მაშინვე გამოიყენეთ.

ნიორი საუკეთესო ანტიმიკრობული საშუალებაა, ის ეფექტურად ასუფთავებს სისხლძარღვებს, კუჭს, დევნის პარაზიტებს. ლიმონი კვებავს ორგანიზმს ვიტამინებით, ასტიმულირებს ცხიმის წვას, აუმჯობესებს სახის ფერს. კალიუმი, რომელსაც ლიმონი დიდი რაოდენობით შეიცავს, ამაგრებს გულს და დადებით გავლენას ახდენს თავის ტვინის მუშაობაზე.

ნივრიანი წყლის რეგულარული გამოყენება ამცირებს გულის დაავადებებისა და ინსულტის რისკს. თავიდან გვაცილებს თრომბების წარმოქმნას. ნიორი გვეხმარება წნევის დაქვეითებასა და ქოლესტერინის დონის ნორმალიზებაში.

ნივრიანი წყლის ყოველდღიური გამოყენების სარგებლობა ასევე მოიცავს ორგანიზმის მდგრადობას ინფექციებისადმი. უზრუნველყოფს სახსრებში ტკივილის შემცირებას, ღვიძლისა და თირკმელების გაჯანსაღებას.

იმდენად რამდენადაც ნივრიანი ნაყენი ძლიერად მოქმედებს ორგანიზმზე, მისი ყოველდღიური სმა არ არის რეკომენდირებული. ერთი ჭიქა ნაყენის დალევა კვირაში ორჯერ საკმარისია იმისთვის, რომ მისი სამკურნალო ძალა მთლიანად გამოვიყენოთ.

საუკეთესოა ნივრიანი წყლის მიღება დილით, საუზმემდე ნახევარი საათით ადრე. თუ ღებულობთ სისხლის გამათხელებელ ან წნევის დამწევ საშუალებებს, ნივრიანი წყალი ექიმის კონსულტაციის გარეშე არ მიიღოთ, რადგან ის აქვეითებს წნევას და ათხელებს სისხლს.

ნივრიანი წყლის მიღება აგრეთვე არის ეფექტური დიეტა, რომელსაც შეუძლია გააქროს ცხიმგროვა მუცლის მიდამოში. ის ასტიმულირებს მეტაბოლოზმს, კალორიებს სწრაფ დაწვაში ეხმარება, თრგუნავს მადას. ლიმონი მდიდარია ვიტამინებითა და ანტიოქსიდანტებით და, რაც მთავარია, ლიმონიცა და ნიორიც მთელი წლის განმავლობაში ხელმისაწვდომია.

ამ მკვეთრ პროდუქტებს შეუძლიათ გადაგარჩინოთ გრიპისგან, დიაბეტისგან და კიბოსგანაც კი.