მოწადინებული სტუდენტი
როდესაც მთელი თქვენი ცხოვრება გათვლილია გეგმისა და გრაფიკის მიხედვით და ყველაფერს თავისი ადგილი აქვს, ეს იმ ჯარში ყოფნას გავს, სადაც მეთაური ქალია. როგორი ტიპის მამაკაცი გაუძლებს ასეთ ურთიერთობას? 6 თვით ერთად ყოფნის შემდეგ ყველა დაუსვავს საკუთარ თავს ამ კითხვას.
ზედმეტად თვითდაჯერებული
საკუთარი თავის რწმენის ქონა და თვითდაჯერებულობა საკმაოდ კარგი თვისებაა ადამიანში. ეს სწორედ ის შეიძლება იყოს, რაც მამაკაცს ხიბლავს პირველ რიგში. თუმცა როდესაც ცოლი ზედმეტად იწყებს ამ მხარის გამომჟღავნებას და ყველაფერში საკუთარი უპირატესობის გამოხატვას იწყებს, მაგალითად ფანქრის ხელში სწორად დაჭერის საკითხშიც კი, ეს უკვე ზედმეტი ხდება.
უკმაყოფილო
შფოთვა და წუწუნი სერიოზული მიზეზების გარეშე საბოლოოდ ძალიან დამღლელი ხდება. ყველაზე უარესი კი ასეთი ქალის უკმაყოფილო სახის ყურებაა, რომელსაც არ მოსწონს ამინდი, მეზობლები, შვილები და ა.შ კაცს ურჩევნია იგი მანამდე მიატოვოს, სანამ თვითონაც ამ სიაში არ მოხვდება.
ისტერიკული
ქალი შეიძლება მარტივად გავიდეს ფონს ტირილითა და იშვითად თეფშების მტვრევით ისტერიული შეტევებისას. თუმცა, თუ ეს რუტინად იქცევა, მამაკაცი არ გარისკავს ფულისგან დაცლას იმის გამო, რომ გამუდმებით ახალი თეფშები და ცვირსახოცები იყიდოს თქვენთვის.
მომუშავე
საკუთარ მამაკაცზე წინ სამსახურის დაყენება ყველაზე დიდი შეცდომაა რაც კი ქალმა შეიძლება დაუშვას. თუ თქვენი დილა იწყება ან გრძელდება გამუდმებული ტელეფონზე საუბრითა და ყოველი სახლის საქმის ასე კეთებით, მამაკაცს ეს ზედმეტად გააღიზიანებს. მას მოსიყვარულე და ყურადღების მომქცევი ცოლი სჭირდება და არა სახლში ჩაკეტილი ბოსი.
დედა
შესაძლოა მზრუნველობაც და სიყვარულიც ზედმეტი გამოდგეს. თუ ძლიერი მამაკაცი გინდოდათ თქვენს გვერდით, მაშინ არ უნდა აქციოთ იგი ისეთ სუსტ არსებათ, რომელსაც დედის მზრუნველობა სჭირდება. იგი გაზრდილია და იცის რაც სურს მას, ნუ წაართმევთ თქვენს კაცს იმის ფუფუნებას, რომ სწორედ იგი ითვლებოდეს ოჯახში შარვლის მატარებელ ქმრად.