მთავარი კულინარია ჭინჭრის ფენომენალური თვისებები: ბებო ამბობდა ჭინჭარი ჭირის ჭირიაო, ნამდვილად ასეა.

ჭინჭრის ფენომენალური თვისებები: ბებო ამბობდა ჭინჭარი ჭირის ჭირიაო, ნამდვილად ასეა.

by Keti

ჭინჭარი თავისი თვისებებითა და შემადგენლობით უნიკალურია, ასევე სამკურნალო უნარების მრავალფეროვნებით, თუმცა სამწუხაროდ მას არ აქვს სათანადო დაფასება.

,,ერთი ჭინჭარი ანაცვლებს შვიდ მკურნალს” – ასე ამბობდნენ ძველად. მის შემადგენლობაში არსებული ვიტამინები და მინერალები განაპირობებს ჭინჭრის სასარგებლო საშუალებად ქცევას. გარდა ამისა ჭინჭრისგან უგემრელესი კერძები მზადდება.

ჭინჭრის გამოყენება ხალხურ მედიცინაში

უფრო ხშირად ჭინჭრის ფოთლებს გამოიყენებენ, საუკეთესოა მისი მოკრეფა მაისში ან ივნისში, სავსე მთვარეობის დროს.

ჭინჭრის ფესვებს ამზადებენ გვიანი შემოდგომიდან ადრეულ გაზაფხულამდე, ყვავილებს – ივნისში ან ივლისში, თესლს კი – აგვისტოს მეორე ნახევრიდან.

ძირითადი სამკურნალო თვისებებიდან გამოყოფენ ჭინჭრის შარდმდენ და ნაღველმდენ მოქმედებას, ანთებითი პროცესების შეჩერების უნარს, მენსტრუაციის ნორმალიზებას, სისხლდენის შეჩერების დაჩქარებას.

1. ნაყენი – სისხლდენის შესაჩერებლად, ნერვების დასაწყნარებლად და შეშუპების წინააღმდეგ.

ეს ნაყენი ეფექტურია ჰემოროიდული, ნაწლავური და ფილტვებიდან სისხლდენის შეჩერებისთვის (მასში K ვიტამინის დიდი რაოდენობით შემცველობის გამო).

გარდა ამისა, რკინის მაღალი შემცველობის წყალობით, ჭინჭარი სისხლწარმოქმნასაც აუმჯობესებს, ის სასარგებლოა რკინადეფიციტური ანემიის დროს.

ნაყენს ასევე აქვს დამაწყნარებელი ეფექტი, მასში B ჯგუფის ვიტამინების შემცველობის გამო, ამიტომ იყენებენ ნერვული დარღვევებისა და უძილობის სამკურნალოდ.

ჭინჭარს ასევე იყენებენ შეშუპების დროს, როგორც შარდმდენ საშუალებას.

ნაყენის მოსამზადებლად 2 სუფრის კოვზ ახალ ფოთოლს დაასხით 400 მილილიტრი მდუღარე წყალი. გააჩერეთ 2 საათი, გაწურეთ და მიიღეთ დღეში ნახევარი ჭიქა, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

2. წვენი – ჭრილობებისა და წყლულებისგან სამკურნალოდ

ფოთლებიდან წვენის გამოწურვა შესაძლებელია ხორცსაკეპი მანქანის, წვენსაწურის ან უბრალო მარლის დახმარებით. გასტრიტისა და წყლულის დროს მიიღეთ წვენი – თითო ჩაის კოვზი 3-4-ჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

წვენში ჩამბალი ტამპონი გვეხმარება ჭრილობებისა და ნაწიბურების მოშორებაში. ამისთვის ის დაიდეთ პრობლემურ ადგილებზე და დაიკარით პლასტირი. გამოიცვალეთ დღეში 2-3-ჯერ შეხორცებამდე. გარდა ამისა, პარალელურად ჭინჭრის წვენის ან ნაყენის დალევაც შეგიძლიათ.

3. ნახარში თმისთვის

ჭინჭრის ნახარში კურნავს თმას სებორეისა და გამელოტებისგან. აიღეთ 100 გრამი ფოთოლი და ადუღეთ ნახევარი საათით 1 ლიტრ ძმარში, რომელიც წყალში იქნება გახსნილი (1:1 პროპორციით). დაიბანეთ თავი საღამოს ძილის წინ, უშამპუნოდ, დღეგამოშვებით. კურსის ხანგრძლივობა – 3-4 კვირა. შემდეგ ორკვირიანი შესვენების შემდეგ კვლავ გაიმეორეთ.

4. რეცეპტი სისხლში შაქრის შემცირებისთვის 

აიღეთ 2 სუფრის კოვზი მშრალი, დაქუცმაცებული ფოთოლი, შეურიეთ ერთ ჭიქა მაწონს და მიიღეთ ჭამის წინ. მკურნალობის კურსი – 2 კვირა. ათდღიანი შესვენების შემდეგ კვლავ გაიმეორეთ.

5. მამაკაცის ჯანმრთელობისთვის

ჭინჭრის თესლი ითვლება მამაკაცური ძალების შენარჩუნების შეუცვლელ საშუალებად. მას ხარშავენ და ნახარშს სვამენ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, დილა-საღამოს. მამაკაცის პროსტატის ადენობის ადრეულ სტადიაზე სასარგებლოა ჩაი მშრალი ფოთლებისგან – 2 სუფრის კოვზ მშრალ ფოთოლს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და დადგით 5-10 წუთი.

6. ქალის ჯანმრთელობისთვის

გახანგრძლივებული და მტკივნეული მენსტრუაციის დროს კარგია ჭინჭრის ჩაის გამოყენება, ასევე ძუძუთი კვებისას არასაკმარისი რძის ქონის შემთხვევაში შეიძლება ჭინჭრის წვენის დალევა ან ქორფა ფოთლების დამატება ჩაიში.

7. უკუჩვენებები

უკუნაჩვენებია ჭინჭრის მიღება ორსულებისთვის, რადგან ზრდის საშვილოსნოს ტონუსს. ასევე არ არის რეკომენდირებული სქელი სისხლის, თრომბოფლებიტების და ვარიკოზის დროს.

 

ჭინჭრის გამოყენება კულინარიაში

კვებითი ღირებულებით ჭინჭარი შეუდარებელია. ზოგ ნაციონალურ სამზარეულოში ის აუცილებელი ინგრედიენტია და შედის საფირმო კერძების შემადგენლობაში. დიდი რაოდენობით ვიტამინების, ქლოროფილისა და, განსაკუთრებით, ცილის შემცველობის გამო, ჭინჭარი უხდება ბორშს, სალათებსა და სუფებს.

ჭინჭრის კერძები

1. შჩი

აიღეთ ჭინჭრის გარეცხილი ფოთლები, რამდენიმე წუთით მდუღარე წყალში ჩაყარეთ, შემდეგ გადაწურეთ და ცოტა შეაშრეთ. დაჭერით სტაფილო და ოხრახუთი ხახვთან ერთად და მოთუშეთ ზეთში. დაამატეთ მცირე რაოდენობით ფქვილი. ნარევი გადაიტანეთ ცხელი ხორცის ბულიონში და ხარშეთ მომზადებამდე. ბოლოს დაუმატეთ დაჭრილი მჟაუნა და ჭინჭარი.

2. სალათა

აიღეთ ჭინჭრის გარეცხილი ფოთლები, დააქუცმაცეთ, დაამატეთ მწვანე ხახვი, ოხრახუში და წიწმატი. აურიეთ და თანდათან დაამატეთ ზეთი, მარილი, პილპილი.

3. სასარგებლო ფაფა

ცეცხლზე დადგით 1 ლიტრი მსუბუქად შემარილებული წყალი, ადუღების შემდეგ დაამატეთ 250 გრამი თევზის კონსერვი და 1 ჭიქა ჭინჭრის თესლი. ხარშეთ 15-20 წუთი გასქელებამდე.

ჩაიცვით ხელთათმანი, შეაგროვეთ ჭინჭარი და იყავით ჯანმრთელები!