მთავარი რჩევები მასტოპათიას ეშინია კატაბახალასი და კრაზანასი: მკურნალობას ექვემდებარება შორსწასული ფორმაც კი. აი რეცეპტი

მასტოპათიას ეშინია კატაბახალასი და კრაზანასი: მკურნალობას ექვემდებარება შორსწასული ფორმაც კი. აი რეცეპტი

by Keti

კისტოზურ-ფიბროზული მასტოპათია არის სარძევე ჯირკვლების ფუნქციური ცვლილებების საერთო დასახელება. ის ძირითადად ჰორმონული ბალანსისა და სასქესო სისტემის სხვადასხვა დაავადების შედეგად არის გამოწვეული. ავადმყოფს აწუხებს დისკომორტი მკერდში, სარძევე ჯირკვლების გადიდება, სიმძიმის შეგრძნება და ტკივილი.

პრემენსტრუალურ პერიოდში ძუძუდან შეიძლება გამოიყოფოდეს გამჭვირვალე ან მოყვითალო-მომწვანო ფერის წებოვანი სითხე. გამოკვლევისას მკერდზე შეიგრძნობა წვრილი ან მსხვილი კვანძები, რომელთა ზომები ციკლის მიხედვით იცვლება.

მასტოპათიის მკურნალობისთვის ექიმები ვიტამინების კომპლექსს ურჩევენ (განსაკუთრებით სასარგებლოა B6, A და C ვიტამინები), ასევე ჰორმონული ფონის მაკორექტირებელ პრეპარატებს. კონკრეტული წამალი, რომელიც მასტოპათიას განკურავს, არ არსებობს, იმდენად რამდენადაც ეს არის არა დაავადება, არამედ ორგანიზმის მდგომარეობა.

მასტოპათიის ხალხური მეთოდით მკურნალობა:

ხალხურ მედიცინასაც გააჩნია ეფექტური საშუალებები ქალის ჯანმრთელობის აღსადგენად. ამ მხრივ საუკეთესოა კატაბალახასა და კრაზანაზე დაყენებული ჩაი.

ინგრედიენტები:

ერთი ჩაის კოვზი დაქუცმაცებული ვალერიანის ფესვი

ორი ჩაის კოვზი კრაზანა

ერთი ჩაის კოვზი პიტნა

ნახევარი ჩაის კოვზი გვირილას ყვავილები

ერთი ჩაის კოვზი ფენხელის (კამა) თესლი

ერთი ჩაის კოვზი კვლიავის თესლი

მომზადება და გამოყენება:

  1. ყველა ინგრედიენტი მშრალი სახით შეურიეთ ერთმანეთს და ჩაყარეთ ჭურჭელში, რომელიც ჰერმეტულად იხურება.
  2. ნაყენის მოსამზადებლად ამ ნარევის ერთი ჩაის კოვზს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, დაახურეთ ხუფი და დადგით ნახევარი საათით.
  3. მიიღეთ ერთი მესამედი ჭიქა, დღეში სამჯერ, ჭამამდე.

აღსანიშნავია, რომ მასტოპათიის ხალხური მეთოდებით მკურნალობა დიდ დროს მოითხოვს. ამიტომ ამ ჩაის მიღების მინიმალური კურსი სამი თვეა.

გაუფრთხილდით თავს და არ დაგავიწყდეთ სარძევე ჯირკვლების რეგულარული თვითგასინჯვა (ამის გაკეთება სჯობს მენსტრუაციის დამთავრების შემდეგ)! ასევე არ დაივიწყოთ მამოლოგთან ვიზიტი თუნდაც წელიწადში ერთხელ.

გაუზიარეთ მასტოპათიის სამკურნალო საშუალების რეცეპტი თქვენს მეგობრებს, შესაძლოა ეს ვინმეს სჭირდება.