მთავარი რჩევები აი ცხიმოვანი დიეტა, რომლის დროსაც ,,შიმშილობს” კიბო და იკურნება დიაბეტი

აი ცხიმოვანი დიეტა, რომლის დროსაც ,,შიმშილობს” კიბო და იკურნება დიაბეტი

by Keti

ცხიმიანი საკვები ფიგურის მთავარი მტერია, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ცხიმები ნორმალური მოცულობით, არათუ არ ვნებს ორგანიზმს, არამედ ის აუცილებელიც კია. ტვინის ქსოვილი და ნერვული სისტემა საჭიროებს ქოლესტერინს და მსგავს ცხიმებს, თავისი ფუნქციის შესასრულებლად.

ნაჯერი ანუ ცხოველური ცხიმების შეცვლა უჯერი ცხიმებით კეთილ ზეგავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე.

დაბალნახშირწყლოვანი ცხიმოვანი დიეტა

ეს დიეტა ჩამოყალიბდა ათი წლის წინ, შვედეთში.

დღეს კი დამტკიცებულია, რომ ცხიმების, მათ შორის, ნაჯერი ცხოველური ცხიმების მავნებლობის შესახებ მოსაზრებები გადაჭარბებული იყო. ხოლო შაქრისა და სახამებლის მავნებლობა პირიქით, გადაფასდა – ისინი წარმოადგენენ პოტენციურ საფრთხეს.

მრავალმა კვლევამ მოახდინა ცხიმების რეაბილიტაცია, საუბარია ბუნებრივი წარმოშობის, და არა ტრანსცხიმების, შესახებ.

დაბალნახშირწყლოვანი ცხიმოვანი დიეტა არის კვები გეგმა მარტივ პრინიპზე – გამოვიყენოთ ნახშირწყლების, კერძოდ, შაქრისა და სახამებლის მინიმუმი. ხოლო მაქსიმუმი იმ პროდუქტებისა, რომლებიც მდიდარია ლიპიდებით, პროტეინებითა და უჯრედისით.

დიეტა ცხიმის მაღალი შემადგენლობით – ეს აპრობირებულია

ბოლო კვლევები ადასტურებს, რომ დიეტას, ცხიმის მაღალი შემადგენლობით, შეუძლია უკან დაახევინოს ზოგიერთ სიმსივნურ დაავადებას. ფრედ ჰეტფილდს, ყოფილ მსოფლიო ჩემპიონს მძლეოსნობაში, ძვლის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ექიმები მხოლოდ სამი თვის სიცოცხლეს უწინასწარმეტყველებდნენ. ჰეტფილდმა შეწყვიტა შაქრისა და ნახშირწყლების მიღება, დაიწყო საკმარისი რაოდენობის ხორცისა და სასარგებლო ცხიმების რაციონში ჩართვა. ტრანსცხიმებსაც სამუდამოდ დაემშვიდობა. შედეგად დაავადებამ უკან დაიხია.

რა უნდა გამოირიცხოს მენიუდან დაბალნახშირწყლოვანი ცხიმოვანი დიეტის დროს:

  1. შაქარი. ყველაზე უარსი რამ, რაც ი იწარმოება. ასევე არ უნდა გამოვიყენოთ შაქრის შემცვლელები.
  2. უალკოჰოლო გაზიანი სასმელები, კანფეტები, წვენები, შოკოლადი, ტორტი, ფუნთუშა, ნამცხვარი, ნაყინი, მშრალი საუზმეები.
  3. სახამებელი: თეთრი პური, მაკარონი, ბრინჯი, კარტოფილი, ჩიფსები…
  4. მარგარინი – ნორმალური კარაქის სამრეწველო იმიტატორი – ომეგა 6 ცხიმის მაღალი შემცველობით.
  5. ლუდი. ეს თხევადი პური, რომელიც სავსეა ადვილადხსნადი ნახშირწყლებით.

ცხიმოვანი დიეტა მოიცავს:

  1. ნებისმიერი სახის ხორცს (საქონლის, ღორის, ფრინველის). თუ შესაძლებელია, შეარჩიეთ სოფლის შინაური ცხოველის ხორცი.
  2. თევზი და მოლუსკები. ცხიმოვანი თევზები, როგორიცაა ორაგული, სკუმბრია, ქაშაყი განსაკუთრებით მისასალმებელია.
  3. კვერცხი – ნებისმიერი სახით – მოხარშული, შემწვარი, ომლეტი.
  4. ხილი – პირველ რიგში ავოკადო.
  5. სოუსები – მათ მოსამზადებლად გამოიყენეთ კარაქი და ნაღები. ასევე ქოქოსის და ზეითუნის ზეთები.
  6. მიწისზედა ბოსტნეული: ყვავილოვანი კომბოსტო, ბროკოლი, თეთრი კომბოსტო, ყაბაყი, ბადრიჯანი, კიტრი, პომიდორი, სალათა, ხახვი.
  7. რძის პროდუქტები: ნატურალური კარაქი, ნაღები, არაჟანი, მაღალცხიმიანი ყველი ან იოგურტი.
  8. კაკლეული და მზესუმზირა (კანფეტების ნაცვლად).
  9. კენკრა. ტკვილი – ნაკლებად, მჟავე – შეუზღუდავად.

სამწუხაროდ, ცნობილი ფაქტის მიუხედავად, რომ შაქარი კვებავს კიბოს უჯრედებს, ონკოლოგებს ავიწყდებათ ამის შესახებ პაციენტთა ინფორმირება.

თუ თქვენ ან რომელიმე ნაცნობს გაქვთ სიმსივნე, საუკეთესო, რასაც გააკეთებთ, ეს არის წაართვათ ამ დაავადებას საყვარელი საკვები: შაქარი და მარტივი ნახშირწყლები.