მთავარი რჩევები სანამ ამას წავიკითხავდი, თმისთვის ძვირადღირებულ ნიღბებს ვყიდულობდი. ახლა უკვე ვუშველე თმას და ჯიბეს.

სანამ ამას წავიკითხავდი, თმისთვის ძვირადღირებულ ნიღბებს ვყიდულობდი. ახლა უკვე ვუშველე თმას და ჯიბეს.

by guramus

დაზიანებული ან ძალიან მშრალი თმები? გამოსავალი არსებობს! წარმოგიდგენთ საშინაო ბალზამს, იაფს და ხელმისაწვდომს, რომელსაც თავად დაამზადებთ.

გრძელი და აბრეშუმივით თმა კარგი ჯანმრთელობის ნიშანია. იმისთვის, რომ ის ასეთი იყოს, შინაგანად კვებაზე და გარეგნულად, ნიღბებით უნდა იზრუნოთ. კარგი ნიღბისთვის კი სჯობს ნატურალური პროდუქტები გამოიყენოთ.

სწრაფი ნიღბები სახლის პირობებში

თმის სტრუქტურის გაუმჯობესებისთვის:

ბანანითა და ავოკადოთი

ინგრედიენტები

  • 1 ავოკადო
  • 1 ბანანი
  • 1 კვერცხი
  • 1 ს.კ. თაფლი
  • 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი

მომზადება

ავოკადო და ბანანი გაასუფთავეთ ქერქისგან. თუ ძალიან მშრალი თმა გაქვთ გამოიყენეთ მხოლოდ კვერცხის გული და არა მთლიანად. ბლენდერში ინგრედიენტები ერთგვაროვან მასამდე მიიყვანეთ. ეს ნიღაბი ძალიან სწრაფად მზადდება და ერთ-ერთი საუკეთესოა.

ნიღაბი სუფთა, ნოტიო თმაზე დაიდეთ 10 წუთით კვირაში ორჯერ და თბილი წყლით ჩამოიბანეთ. 1 თვის შემდეგ შედეგი სახეზე იქნება: თმა მსუბუქი გახდება, უკეთ დაივარცხნება და სწრაფად გაიზრდება.

ძმრითა და ლიმნის წვენით

მშრალ თმას მალე გააჯანსაღებს.

ინგრედიენტები

  • 4 კვერცხის გული
  • 2 ს.კ. ძმარი
  • 1 ს.კ. ლიმნის წვენი
  • 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 2 ს.კ. თაფლი

მომზადება

ყველა ინგრედიენტი აურიეთ ბლენდერში. ეგრევე წაისვით დაბანილ თმაზე და 15წთ გაიჩერეთ, ჩამოიშორეთ ცივი წყლით. შეგიძლიათ მიიღოთ კვირაში ერთხელ. შედეგად თმა გაძლიერდება, ცვენას შეწყვეტს და გაჯანსაღდება.

იოგურტით

ანახლებს და აძლიერებს თმას.

ინგრედიენტები

  • 1 კვერცხის ცილა
  • 200 გ იოგურტი

მომზადება

გატეხეთ კვერცხი დაამატეთ იოგურტი და აურიეთ. ნიღაბი სუფთა თმაზე დაიდეთ და ეცადეთ კანში შეიზილოთ. დაიტოვეთ ნახევარი სთ და თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

მოამზადეთ საშინაო ნიღბები და იბრყინეთ!