მთავარი კულინარია ოჯახში ოლივიეს სალათი ყველას მობეზრდა. ამიტომ გადავწყვიტე რაღაც შემეცვალა. აი რეცეპტი

ოჯახში ოლივიეს სალათი ყველას მობეზრდა. ამიტომ გადავწყვიტე რაღაც შემეცვალა. აი რეცეპტი

by Keti

,,ოლივიეს” რეცეპტი XIX საუკუნეში შექმნა რესტორან ,,ერმიტაჟის” მფლობელმა ლუსიენ ოლივიემ. წლების მანძილზე რეცეპტი სულ იცვლებოდა, მაგრამ პოპულარობა არ დაუკარგავს.

დიასახლისებს მუდმივად შეჰქონდათ რაღაც ახალი კლასიკურ რეცეპტში. ჩვენ გთვაზობთ სალათ ,,საშობაო მორის” რეცეპტს.

ორიგინალური ოლივიე

ინგრედიენტები

30 გრამი მოხარშული კარტოფილი

250 გრამი მოხარშული სტაფილო

150 გრამი კიტრის მარინადი

250 გრამი მოხარშული ძეხვი (შეგიძლიათ შეცვალოთ ხორცით)

150-200 გრამი მაიონეზი

40 გრამი ხახვი

ოთხი მოხარშული კვერცხი

150 გრამი დაკონსერვებული ბარდა

მარილი და პილპილი გემოვნებით

მწვანილი – მოსართავად

მომზადება

1. გახეხეთ კარტოფილი და სტაფილო სახეხზე, შემდეგ კი კვერცხი.

2. დაჭერით ძეხვი და კიტრი კუბებად, წვრილად დაჭერით ხახვი.

3. შეურიეთ ცალკე ჭურჭელში გახეხილი კარტოფილი, სტაფილო, კვერცხი და მაიონეზი. დააყარეთ მარილი და პილპილი.

4. დააფინეთ საკვებისთვის განკუთვნილი ცელოფანი, დააწყვეთ სალათი შრეებად: კარტოფილი, ძეხვი, სტაფილო, კიტრი, ხახვი, კვერცხი, ბარდა.

5. შეაერთეთ ამ ცელოფნის მოპირდაპირე ნაპირები, გადაახვიეთ სალათა მილის სახით.

6. ჩამოაჭერით რულეტის თითოეული ბოლოდან 10-10 სანტიმეტრი.

7. რულეტის ცენტრალური ნაწილი გადაიტანეთ დიდ თეფშზე და ფრთხილად მოხსენით ცელოფანი. მიამაგრეთ გვერდებზე მოჭრილი ნაწილები, გააკეთეთ ჯვრის სახით განლაგებული ხის მორის იმიტირება.

8. სალათას ზემოდან წაუსვით მაიონეზი. ჩანგლის დახმარებით გააკეთეთ ქერქის იმიტაცია.

9. სალათის ფუძე მორთეთ დაჭრილი მწვანილით

10. სალათა ,,საშობაო მორი” მზადაა. გემრიელად მიირთვით!