მთავარი კულინარია დაივიწყეთ კვერცხი. ამ რეცეპტით ბლინებს მის გარეშე მოამზადებთ. უცნაურად სასიამოვნო გემო აქვს.

დაივიწყეთ კვერცხი. ამ რეცეპტით ბლინებს მის გარეშე მოამზადებთ. უცნაურად სასიამოვნო გემო აქვს.

by Keti

თუ დღესასწაულების შემდეგ სახლში არ დარჩა არც ერთი კვერცხი, ხოლო ოჯახი საუზმეზე ითხოვს ბლინებს, მოამზადეთ სამარხვო ბლინები ვაშლითა და დარიჩინით. საჭიროა სათქვეფის მხოლოდ ორი გაქნევა და ნაზი ცომი მზად იქნება. თქვენ შეიყვარებთ ამ მარტივ რეცეპტს.

ნაზი ვაშლის ბლინების შემადგენლობაში ჩვენ დავამატეთ ნატურალური შაქრის შემცვლელი სტევია. მის ნაცვლად შეგიძლიათ აიღოთ ნებისმიერი სხვა დამატკბობელი ან უბრალო შაქარი.

ინგრედიენტები

250 მილილიტრი რძე

100 მილილიტრი გაზიანი წყალი

300 გრამი ხორბლის ფქვილი

ორი ცალი ვაშლი

სტევია – გემოვნებით

ერთი ჩაის კოვზი დარიჩინი

მომზადება

1. აურიეთ ფქვილი რძესთან და მინერალურ წყალთან ერთად და მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი, დაამატეთ სტევია, მოაყარეთ ნარევს დარიჩინი და გადაზილეთ.

2. გააცხელეთ ტაფაზე ცოტა ზეთი, გაფცქვენით ვაშლი და გაჭერით შუაზე, ამოჭერით გული და დაჭერით რბილობი თხელ ფურცლებად. ტაფაში ჩაასხით ცომის ერთი მეოთხედი და ზემოდან დაადეთ ვაშლის ნაჭრების ასევე მეოთხედი.

3. როცა ბლინები ქვემოდან შეწითლდება, გადააბრუნეთ მეორე მხარეს, გამოიყენეთ დარჩენილი ცომი. გამზადებული ბლინები მიიტანეთ სუფრასთან ცხელი, თაფლით, მურაბით ან შაქრის პუდრით. ასევე შეგიძლიათ ის მორთოთ ნაყინის ბურთულით.

შეინახეთ ეს დაბალკაროლიული საუზმის რეცეპტი და აღარ მოგიწევთ ზედმეტი ფიქრი იმაზე, თუ რითი გამოკვებოთ ოჯახი დილიდან.

გაუზიარეთ გემრიელი იდეები მეგობრებს!