მთავარი კულინარია ეს რეცეპტი რუსულ საიტზე ამოვიკითხე. მას რუსები “ქართულს” უწოდებენ. აი რეცეპტი

ეს რეცეპტი რუსულ საიტზე ამოვიკითხე. მას რუსები “ქართულს” უწოდებენ. აი რეცეპტი

by Keti

ჩვენ მივეჩვიეთ საქართველოს ასოცირებას კარგ ღვინოებთან, მაგრამ ჩვენ ქვეყანას სხვაც ბევრი აქვს საამაყო. ჩვენს ხალხს ძალიან მდიდარი და თვითმყოფადი სამზარეულო აქვს, რომელსაც ევროპული ტრადიციების გავლენის მიუხედავად ინარჩუნებს თავისი ორგინალურობის შენარჩუნება.

დღეს გთავაზობთ ქათმის სალათს მარტივ რეცეპტს, რომელსაც ჰქვია ,,ქართული”. ის სადღესასწაულო სუფრის გამორჩეული კერძი იქნება. მისი მიღება მსუბუქი დიეტის დროსაც შეიძლება.

ინგრედიენტები

ხუთასი გრამი ქათმის ფილე

ერთი ცალი სტაფილო

ორმოცდაათი გრამი მარილი]

ორ კბილი ნიორი

ნახევარი ჩაის კოვზი კორიანდრი

ნახევარი ჩაის კოვზი ხმელი უნელი

ერთ მწიკვი წითელი დაფქული პილპილი

ნახევარი ჩაის კოვზი კვლიავი

ერთი მწიკვი შაფრანი

ნახევარი ჩაის კოვზი კამა

ასი გრამი მაიონეზი

მომზადება

  1. ქათმის ფილე გარეცხეთ და მოხარშეთ მცირე რაოდენობით მარილიან წყალში, შემდეგ გააციეთ და დაგლიჯეთ პატარა ნაწილებად.
  2. სვანური სანელებლის მოსამზადებლად შეურიეთ ყველა სანელებელი, მარილის გარდა. ნიორი აუცილებლად ბლენდერში დააქუცმაცეთ, რათა ერთგვაროვანი სტრუქტურა ჰქონდეს. დაამატეთ ამ ნარევში მარილი და გადახეხეთ. სვანური მარილი უნდა გამოვიდეს ოდნავ ნამიანი.
  3. სტაფილო გახეხეთ საშუალო სახეხზე და შეურიეთ ქათმის ფილეს, სვანურ მარილსა და მაიონეზს. კარგად შეურიეთ და შედგით მაცივარში ნახევარი საათით, რათა ინგრედიენტები კარგად გაუჯდეს ერთმანეთს.

თუ თქვენ ზრუნავთ ფიგურაზე, მაიონეზი შეცალეთ იოგურტით ან არაჟნით. მაგრამ ამასთან არ დაგავიწყდეთ უფო მეტი სანელებლის დამატება, რათა სალათა უგემური არ გამოვიდეს.

აუცილებლად გაუზიარეთ მეგობრებს ეს ახალი რეცეპტი!