ყურის გოგირდი — ყვითელი ნივთიერებაა, რომელიც ყურის არხში გამომუშავდება და ბუნებრივი ანტისეპტიკური საშუალებაა. გოგირდის ნაწილი ღეჭვის ან მთქნარების შედეგად გამოიდევნება, ნაწილი კი ყურში რჩება.
ყურების საწმენდით გასუფთავებამ შესაძლოა გაღიზიანება გამოიწვიოს, ასევე არასწორი მოძრაობებით ყურის აპკის დაზიანებასაც რისკავთ.
გოგირდის ყურში დაგროვებამ შესაძლოა ყურთასმენის გაუარესება, თავბრუსხვევა ან ყურის ტკივილი გამოიწვიოს.
როგორ გავთავისუფლდეთ ყურის ტკივილისგან
უსაფრთხოდ ყურის გაწმენდა, დარბილება და ტკივილისგან განთავისუფლება – სახლში მომზადებული ყურის წვეთებით შეგიძლიათ.
ერთნაირი რაოდენობით აურიეთ ვაშლის ძმარი და სპირტი. ჩასაწვეთებლით მოათავსეთ 3 წვეთი ატკივებულ ყურში, თავი ირიბად დახარეთ. 1 წუთის შემდეგ თავი ჩვეულ მდგომარეობაში დააბრუნეთ და გოგირდი ყურიდან გამოიდევნება. გაისუფთავეთ ყურის შესასვლელი ქაღალდის ხელსახოცით.
ასევე, ძმარი ყურში სოკოს და ბაქტერიებს აქრობს, სპირტი კი ანთებას.