მთავარი რჩევები ეს პროდუქტი ყველაზე ღირებულია, რაც კი შეიძლება მოგვცეს ბუნებამ. აფთიაქის გზას დაგავიწყებთ.

ეს პროდუქტი ყველაზე ღირებულია, რაც კი შეიძლება მოგვცეს ბუნებამ. აფთიაქის გზას დაგავიწყებთ.

by Keti

დინდგელი – ფუტკრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტი. მდიდარია D, C, B1, B2, B6, A, P, E ვიტამინებითა და მიკროელემენტებით – მაგნიუმი, თუთია, იოდი, კალციუმი, რკინა, კალიუმი და ორგანული მჟავებით.

როგორ მივიღოთ ფუტკრის დინდგელი

დინდგელი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, ის ზრდის იმუნიტეტს, ჰემოგლობინს, აჯანსაღებს გულის მუშაობას, ხელს უწყობს მამაკაცური პოტენციის ამაღლებას. იყენებენ ორსულობისა და ძუძუთი კვების დროსაც.

რა დროს უნდა გამოვიყენოთ დინდგელი

1. ავიტამინოზის პროფილაქტიკისთვის

გამოიყენეთ ერთი ჩაის კოვზი დინდგელი დღეში ერთხელ, შემოდგომა-ზამთრის პერიოდში. შედეგი იქნება მოულოდნელი, ძილი გახდება ღრმა, დაგავიწყდებათ ქრონიკული დაღლილობა, თმა და ფრჩხილები გაგიმაგრდებათ და კარგად გაიზრდება.

2. პანკრეატიტის დროს

თუ ეს დაავადება გაწუხებთ, მიიღეთ თითო ჩაის კოვზი კოვზი ჭამამდე 25 წუთით ადრე, დილა-საღამოს. მკურნალობის კურსი თვენახევრიანია. თან შეგიძლიათ სვათ ბალახის ნახარშებიც.

3. ანემიის დროს

ჰემოგლობინის ამაღლებისთვის მოამზადეთ ასეთი სასმელი: გახსენით 50 გრამი დინდგელი და 200 გრამი ნატურალურ თაფლი ნახევარ ლიტრ თბილ ანადუღარ წყალში. დადგით სასმელი ორი დღით, სვით მეოთხედი ჭიქა დღეში სამჯერ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

4. გაციებისას

გრიპისა და გაციების დროს, რომელიც მაღალი ტემპერატურითა და ძლიერი ხველით მიმდინარეობს, ასეთი მკურნალობა კარგად გიშველით: ბავშვებმა მიიღონ 0,5 გრამი დინდგელი დღეში სამჯერ. მოზრდილებმა დღეში სამჯერ – 2 გრამი.

5. კეთილთვისებიანი სიმსივნეებისას

კისტოზური დაავადებები, მასტოპათიები, მიომები.. ესენი კეთილთვისებიან სიმსივნეებს წარმოადგენენ. ექიმები მათ მოშორებას გვირჩევენ. დინდგელით მკურნალობა ხშირად ოპერაციებს გვაცილებს თავიდან. ყოველდღე უნდა დაწუწნოთ ჩაის კოვზი დინდგელის მესამედი. ეს უნდა გააკეთოთ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, დღეში ორჯერ. მკურნალობის ურსი სამი თვეა.

6. შაქრიანი დიაბეტისას

მკურნალობისას შაქრის დონე მნიშვნელოვნად ქვეითდება. არის შანსი დაავადების დამარცხებისაც. ორი ჩაის კოვზი დინდგლი დღეში სამჯერ დაწუწნეთ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. ამ შუალედში არანაირი სითხე არ მიიღოთ. ბავშვებს ურჩევენ, ნახევარი ჩაის კოვზის მიღებას დღეში სამჯერ.

სასურველია სამკურნალო ბალახების ნახარშების მიხმარებაც.

7. მაღალი წნევის დროს

მიიღეთ ერთი ჩაის კოვზი დღეში სამჯერ, დიდგელისა და თაფლის ნარევი, თანაფარდობით 1:2. კურსი ორთვიანია. სასურველია, ბალახის ნახარშების მიღებაც.

8. იმუნიტეტის განსამტკიცებლად

მოამზადეთ ნარევი: 15 გრამი დინდგელი, 1 გრამი ფუტკრის რძე და 200 გრამი თაფლი. შეურიეთ. შეინახეთ მაცივარში მუქშუშიან, თავდახურულ ჭურჭელში. მიიღეთ თითო ჩაის კოვზი დილით უზმოზე. კურსი ერთი თვეა.

9. საშუალება თმისთვის

დაფხვენით ერთი სუფრის კოვზი დინდგელი, დაამატეთ ერთი ჭიქა თბილი წყალი და აურიეთ. თავის დაბანის შემდეგ გადაივლეთ ნარევი და ჩამოიბანეთ წყლით. პროცედურა აღადგენს თმას და ათავისუფლებს ქერტლისგან.

10. სახის ნიღაბი

შეურიეთ 50 გრამი დინდგელი, 50 გრამი თაფლი და 5 გრამი პროპოლისი, გახსენით მიღებული ნარევი თბილ წყალში, რათა არაჟნის კონსისტენცია შეიძინოს. დაიტანეთ სახეზე და დეკოლტეს ნაწილში. გააჩერეთ 30 წუთი. ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით ყოველდღიური კრემი. ნიღაბი კანს ხდის ხავერდისებურს, გლუვს.

ახლა გასაგებია, რომ დინდგელი არის ბუნების ნამდვილი საჩუქარი. გამოიყენეთ ის და დაივიწყეთ ექიმებთან ვიზიტი.