მთავარი რჩევები გადააგდეთ ვალერიანი. არსებობს უფრო ეფექტური საშუალება.

გადააგდეთ ვალერიანი. არსებობს უფრო ეფექტური საშუალება.

by guramus

სტრესი 21-ე საუკუნის წყევლაა. ვცდილობთ ყველაფერი მოვასწროთ: გადავწყვიტოთ პრობლემები სამსახურში, გავუძღვეთ სახლის საქმეებს, მოვაგვაროთ ბავშვების და ოჯახის წევრების პრობლემები… შედეგად ვხდებით დაძაბული, გვაწუხებს უძილობა და ადვილად ვღიზიანდებით.

ბევრი ადამიანი ცდილობს ნერვული ბალანსი შეინარჩუნოს და საკუთარ თავს დამამშვიდებელ პრეპარატებს უნიშნავს. ამის გაკეთება კატეგორიულად აკრძალულია, რადგანაც ბევრი მათგანი საძილე ეფექტით გამოირჩევა.

ამასთან, დამამშვიდებელი საშუალებების მოხმარება შეჩვევას იწვევს. ადამიანი წამალს ოდნავი ემოციური დისკომფორტით იღებს. ამირომაც გირჩევთ, ნატურალურ საშუალებებს მიმართოთ.

დამამშვიდებელი ბალახი

მელისა

ეს მცენარე ძლიერი დამამშვიდებელი ეფექტით გამოირჩევა და არც მიჩვევას იწვევს. უნიშნავენ იმ პაციენტებს, რომლებსაც უძილობა და ძლიერი შფოთვა ახასიათებთ.

სასმლის მოსამზადებლად, თერმოსში 60გ ხმელი ბალახი 0.5 ლ მდუღარე წყალში მოათავსეთ. 2 საათი დადგით და შემდეგ დღეში 3-ჯერ 100-100 გ მიირთვით.

ჟენშენი

ეს მცენარე სტრესის და ნერვული დაძაბულობის საუკეთესო მტერია. მაღალი აქტივობის შემდეგ გამოწვეულ დაღლას მშვენიერი მოკავშირით დაამარცხებთ. ჟენშენს იყენებენ ადამიანები, რომლებიც ნერვოზისა და დეპრესიის მიმართ მიდრეკილნი არიან. ყოველდღე, დღეში ორჯერ, 20 წვეთი გამოიყენეთ. მკურნალობის კურსი 1 თვეს მოიცავს.

სვია

ამ მცენარის ფიჭვი უნდა მოხარშოთ იმ შემთხვევებში, როცა ადამიანს ემოციურ დაძაბულობასთან დამოუკიდებლად გამკლავება არ შეუძლია. დამამშვიდებელი ჩაის მოსამზადებლად 1 ჭიქა მდუღარე წყალში 1 ს.კ. ხმელი ფოთლები მოათავსეთ. დალიეთ ძილის წინ.