მთავარი რჩევები გააქტივებული ნახშირის მხოლოდ 2 ტაბლეტი და ჯადოქრობა იწყება! 20 წუთის შემდეგ მე აღვფრთოვანდი…

გააქტივებული ნახშირის მხოლოდ 2 ტაბლეტი და ჯადოქრობა იწყება! 20 წუთის შემდეგ მე აღვფრთოვანდი…

by Keti

შავი ნიღბები ძალიან პოპულარული გახდა. მას წაისვამთ, დაიცდით ცოტა ხნით, ჩამოიბანთ და შედეგად არც ერთი ფორა, არც ერთი შავი წერტილი. გინდათ სინჯოთ?

ჩვენ ვაფასებთ მოვლის იმ საშუალებებს, რაც აფთიაქებში იყიდება, თუმცა მათი სიძვირე და მიღებული შედეგი არაპროპორციულია. რატომ უნდა გადავიხადოთ ზედმეტი, როცა სახლის პირობებშიც შეგვიძლია მივიღოთ გლუვი კანი.

როგორ გავიკეთოთ შავი ნიღაბი

მე მგრძნობიარე და მშრალი კანი მაქვს. მის გასაწმენდად შევარჩიე ყველაზე ძვირი პროდუქტი – შავი ფერის ნიღაბი. წავისვი სახეზე და 15 წუთი გავიჩერე. კანი ძალიან დამეჭიმა.

ნიღაბი ისე მოვიხსენი როგორც რეკლამაშია – ერთი ხელის მოსმით. თუმცა ეს ძალიან მტკივნეული იყო.

ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს კანს ვიძრობდი. ნარჩენები წყლით ჩამოვიბანე და სარკეში ჩავიხედე.

შედეგებმა ჩემი ტანჯვა არ გაამართლა. კანი უფრო მშრალი გახდა და ის გაწითლდა კიდეც. მალევე წავისვი დამატენიანებელი კრემი და სამუდამოდ დავივიწყე ეს ნიღაბი.

სახლის პირობებში მომზადებული შავი ნიღაბი

ეს საკმაოდ იოლი რეცეპტია, ეფექტი კი გასაოცარი აქვს. რაც მთავარია ყველა ინგრედიენტი იაფი და ხელმისაწვდომია.

რეცეპტი, რომელიც მე წავიკითხე სოციალურ ქსელში, ძალიან მარტივი იყო. ავტორის სიტყვებით, ყველა კომპონენტი საუკეთესოდ მოქმედებს სახის კანზე. სასწრაფოდ გავეშურე მათ შესაძენად.

თქვენ დაგჭირდებათ

ორი ტაბლეტი გააქტივირებული ნახშირი

ორი ჩაის კოვზი ჟელატინი

ორი ჩაის კოვზი რძე

ეგრევე ვიტყვი, რომ ნიღაბი ძალიან მარტივად მზადდება. საჭიროა, მხოლოდ დაფხვნათ ორი ტაბლეტი გააქტივირებული ნახშირი, შეურიოთ ჟელატინი და რძე, შედგათ მიკროტალღურ ღუმელში 15 წამით. ნიღაბი მზად არის. ნარევი ძალიან მალე ცივდება, ამიტომ სწრაფად წაისვით სახეზე. 

არ დაგავიწყდეთ, რომ საჭიროა სახის წინასწარი დაორთქლვა, რათა ფორები გაიხსნას კანზე.

 

ნახშირის ნიღბის წასმა არც ისე იოლია, რადგან ის ძალიან სქელია. წასმის შემდეგ ნიღბის ფენა ძალიან ჭიმავს კანს და ზღუდავს მიმიკური კუნთების მოძრაობას. 15 წუთის შემდეგ შეგიძლიათ ნიღბის მოხსნა. ეს საკმაოდ იოლია.

აქ ერთი საიდუმლოა: რაც უფრო თხელია ფენა, მით უფრო რთული მოსაძრობია. ამიტომ მე არ დავინანე ინგრედიენტები.

აღვნიშნავ, რომ შედეგმა სასიამოვნოდ გამაოცა. კანი გახდა სუფთა, ნაზი, ხავერდოვანი. მიუხედავად იმისა, რომ ფორების სრული გასუფთავება ვერ მოხდა, ინგრედიენტების ფასის გათვალისწინებით, ამის ცდა ღირს. ვიმედოვნებ, რომ შემდეგ ჯერზე უკეთესად გამომივა.

გამოცდილება რეალურად შთამბეჭდავია. აღმოჩნდა, რომ იაფი ნახშირი ასეთ სასწაულს აკეთებს.

მოგვიყევით კომენტარებში თუ მოგეწონათ სტატია!