მთავარი რჩევები დედამ ბავშვს ეს კომპრესი გაუკეთა მთელი ღამით. ის, რაც დილით მოხდა – გამაოგნებელია!

დედამ ბავშვს ეს კომპრესი გაუკეთა მთელი ღამით. ის, რაც დილით მოხდა – გამაოგნებელია!

by Keti

როგორ ვუმკურნალოთ ხველას? ეს საკითხი ბევრს აწუხებს. ძვირი წამლებიც ყოველთვის არ შველის მომაბეზრებელ ხველას. ჩვენ მოგიყვებით ერთ უნიკალურ ხალხურ საშუალებაზე, რომელსაც იყენებენ სასუნთქი ორგანოების დაავადებით გამოწვეული ხველის დროს.

როგორ განვიკურნოთ ხველისგან სწრაფად

თაფლის კომპრესი – ძალიან რბილი და ეფექტური საშუალებაა გამოჯანმრთელებისთვის. ის კურნავს შეუმჩნევლად და არ აქვს გვერდითი მოვლენები. კომპრესის სითბური მოქმედების წყალობით, ხდება ამოხველების სტიმულირება.

ასეთ კომპრესს შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს ხველა ერთ ღამეშიც კი. რა თქმა უნდა, თუ ავადმყოფს ალერგია არ აქვს თაფლზე. მისი მიღება ბავშვებისთვისაც შეიძლება და მოზრდილებისთვისაც. რეკომენდირებული არაა, კომპრესის გამოყენება მაღალი ტემპერატურის დროს. ასევე კანის დაავადებისას.

კომპრესი ხველის წინააღმდეგ

თქვენ დაგჭირდებათ:

ერთი სუფრის კოვზი თაფლი

ერთი სუფრის კოვზი ფქვილი

ერთი ჩაის კოვზი ზეთი

ბინტი

ხელსახოცი

პლასტირი

გამოყენება

1. სჯობს, ბავშვს კომპრესი გაუკეთოთ ორი საათით ადრე დაძინებამდე. უფროსებს მისი მთელი ღამით დატოვება შეუძლიათ. ასევე უფროსებს ეფექტის გასაძლიერებლად მდოგვის ფხვნილის ერთი მწიკვის დამატებაც შეუძლიათ. ასე შეიძლება განიკურნოთ ხველისგან სახლის პირობებში.

2. შეურიეთ თაფლი ფქვილს ისე, რომ მიღებული მასა არ მიეკრას ხელებს. დაუმატეთ ზეთი, მოათავსეთ მასა ხელსახოცზე, ხელსახოცი ბინტზე.

3. დაიდეთ კომპრესი მკერდზე ან ზურგზე და დააფიქსირეთ პლასტირით.

4. ზემოდან ჩაიცვით მაისური ან ღამის პერანგი. მოემზადეთ ოფლის დენისთვის.

კომპრესს აქვს გამახურებელი ეფექტი. ამ პროცედურის შედეგი ელვისებურია. თქვენ მნიშვნელოვან შვებას იგრძნობთ. ის გართულებების თავიდან აცილებაშიც დაგეხმარებათ.

რჩევები

1. თუ გსურთ ბავშვს უმკურნალოთ, ყურადღება მიაქციეთ შემდეგს: ხველა ეს მხოლოდ დაავადების სიმპტომია, რომელიც შეიძლება იყოს ბრონქიტი, პნევმონია, ტუბერკულოზი, ბრონქული ასთმა, მყივანა ხველა. მკურნალობა უნდა არა ხველას, არამედ თავად მიზეზს, ამიტომ გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

2. ძალიან საშიშია თვითმკურნალობა – სხვადასხვა პრეპარატის თვითნებური შეძენით. ასეთ მეთოდს მოსდევს ხველის შეჩერება, მაგრამ შესაძლებელია ნახველის ფილტვებში შედედება, შემდგომში ბრონქიტის გართულებით.

სასარგებლოა ბევრი სითხის მიღება. ის ნახველის გამოყოფაში დაგეხმარებათ. აუცილებელია ისეთ გარემოში ყოფნა, რომელიც ხშირად ნიავდება და რომელსაც სველი წესით ალაგებენ.

არ მიუშვათ ხველა. სჯობს მალევე დაიწყოთ მკურნალობა, სანამ გართულდება. ხველის სწრაფ განკურნებაში ინჰალატორი დაგეხმარებათ, ასევე ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტები, რომლებსაც აქვს ბრონქების გამაფართოებელი უნარები.

მოუყევით ამ სამკურნალო საშუალების შესახებ მეგობრებს! გისურვებთ ყველას ჯანმრთელობას!