მთავარი რჩევები ექიმი-ქირურგი აცხადებს: ,,ვიშნევსკის მალამო ეს გუშინდელი დღეა, მისგან ძალიან ბევრი გართულება მოდის…”

ექიმი-ქირურგი აცხადებს: ,,ვიშნევსკის მალამო ეს გუშინდელი დღეა, მისგან ძალიან ბევრი გართულება მოდის…”

by Keti

ვიშნევსკის მალამოს რეგულარულად იყენებენ. მისით კურნავენ დაზიანებებს, ჭრილობებს, ნახეთქებს, ფურუნკულებს. მაგრამ თანამედროვე ექიმები კატეგორიული წინააღმდეგები არიან მისი გამოყენების. ჩვენ გავარკვიეთ რაშია საქმე, შეიძლება თუ არა მალამოს გამოყენება და რამდენად უსაფრთხოა იგი.

ვიშნევსკის მალამოთი მკურნალობა

ვიშნევსკის მალამო ძალიან პოპულარული იყო გასულ წლებში. ეს მწვანე სუბსტანცია ალექსანდრე ვიშნევსკიმ გამოიგონა 1927 წელს. მისი გამოყენება 40იანი წლებიდან დაიწყეს და ეს დღემდე გრძელდება.

ვისაუბროთ ამ მალამოს შემადგენლობაზე. პირველი და მთავარი კომპონენტი არის არყის ხის კუპრი, რომელიც ცნობილია თავისი ანტისეპტიკური თვისებებით. შემდეგი ნივთიერებაა ქსეროფორმი. ასევე ის შეიცავს აბუსალათინის ზეთს.

90 წლის წინ ვიშნევსკის მიდგომა ჭრილობების განკურნების საკითხში, დასაფასებელი იყო. მაშინ ექიმმა მრავალი სიცოცხლე გადაარჩინა, თუმცა ახლა გაუგებარია, არის თუ არა ამაში მალამოს დამსახურება. შესაძლოა, დიდი როლი ითამაშა ქირურგის აზრმა იმის შესახებ, რომ საჭიროა ჭრილობის გულმოდგინე დამუშავება და შესახვევი მასალის ზესტერილურობა.

ომის შემდგომ წლებში მრავალი ექიმი მოითხოვდა ვიშნევსკის მალამოს პრაქტიკიდან ამოღებას. საუბრობდნენ იმაზე, რომ მისი გამოყენება მთელ რიგ გართულებებს იწვევდა. ასევე მალამოს ეფექტურობა მეცნიერულად არ მტკიცდება.

მალამოს მოქმედების პრინციპი მარტივია: ჭრილობაზე მისი წასმისას ის ასტიმულირებს ქსოვილის გახურებას და გამოაქვს ჩირქი, მაგრამ ეს გახურება თან ხელს უწყობს მის შიგნით მიკრობების ზრდას. ეს კი იწვევს გართულებებს, ზოგჯერ განგრენამდეც კი. მხოლოდ ახლა მივიდნენ ექიმები დასკვნამდე, რომ ვიშნევსკის მალამო უიმედოდ დაბერდა.

შესაძლოა 90 წლის წინ მალამო კიდევაც იყო ეფექტური ზოგიერთი ბაქტერიის წინააღმდეგ, მაგრამ მისი მოქმედება მიკროორგანიზმების ახალი შტამების მიმართ, იწვევს ეჭვებს. გარდა ამისა, მალამოს ხანგრძლივი გამოყენება ზრდის კანის კიბოსა და ლეიკემიის განვითარების რისკს.

მრავალწლიანმა გამოცდილებამ დაადასტურა, რომ ვიშნევსკის მალამო არ არის ეფექტური ჭრილობების მკურნალობისას. კუპრი ჭრილობას შეხორცებაში უშლის ხელს, მალამოს ზეთოვანი შემცველობა კი ჭრილობას ართმევს ჟანგბადს და შესაბამისად ანაერობული ინფექციები ვითარდება.

შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სხვა მალამოს გამოყენება სჯობს. სხვადასხვა ჭრილობა სხვადასხვა მიდგომას მოითხოვს. დაიმახსოვრეთ, რომ ვიშნევსკის მალამო არ უნდა გამოიყენოთ მასტიტის, გინეკოლოგიური დაავადებების, აბსცესების, ართროზების, ართრიტების, დიათეზის და ალერგიების დროს.

აღნიშნული მალამოს გამოყენება უფრო მეტ ზიანს მოგიტანთ, ვიდრე სარგებელს.

რას ფიქრობთ ამის შესახებ? გაგვიზიარეთ თქვენი აზრი და მოუყევით მეგობრებსაც ამ მალამოს მავნებლობაზე.