მთავარი კულინარია ეს საუზმის რეცეპტი მათთვის არის, ვისაც მუცლის ცხიმის დაწვა უნდა. მინუს 2 სმ გარანტირებულია.

ეს საუზმის რეცეპტი მათთვის არის, ვისაც მუცლის ცხიმის დაწვა უნდა. მინუს 2 სმ გარანტირებულია.

by Keti

ზედმეტი კილოგრამები არასწორი კვების შედეგია. ბევრი ფიგურა უკეთესობისკენ შეიცვლება, თუკი ჭამის ერთ ჯერს მაინც სწორად მივიღებთ.

საუზმეზე მთელი დღის ენერგიას ვიღებთ, ნაწლავების მუშაობისთვისაც დილის კვება ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რა ვჭამოთ საუზმეზე.

ჩვენ გთავაზობთ მაღალი კვებითი ღირებულების, ბალანსირებულ საუზმეს, რომლის რეგულარული მიღებაც დააჩქარებს მეტაბოლიზმს, განამტკიცებს იმუნიტეტს და კუჭ-ნაწლავის სისტემას შლაკებისგან გაათავისუფლებს.

ამ დიეტის შედეგები საოცარია. ერთი თვის განმავლობაში გაგიუმჯობესდებათ კანის ფერი, თმისა და ფრჩხილების ხარისხი. შეძლებთ 2,5 კილოგრამის მოშორებას, თუკი, რა თქმა უნდა, კვების სხვა ჯერებზე არ გაზრდით კალორიების რაოდენობას.

იდეალური საუზმე

ინგრედიენტები

ოთხი სუფრის კოვზი შვრიის ფანტელები

ერთი ჭიქა კეფირი ან უცხიმო იოგურტი

შვიდი ცალი შავი ქლიავი

ერთი სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი

ერთი ჩაის კოვზი კაკაო

მომზადება

1. საუზმის მომზადება წინა საღამოს დაიწყეთ. შავ ქლიავს დაასხით ასი მილილიტრი მდუღარე წყალი.

2. შეურიეთ კაკაო, ზეთი და მშრალი შვრია. შემდეგ დაამატეთ კეფირი.

3. დააქუცმაცეთ ქლიავი და დაამატეთ სხვა ინგრედიენტებს. შემდეგ საუზმიანი ჭურჭელი შედგით მაცივარში. დილისთვის ყველაფერი კარგად შეიწოვება ერთმანეთში.

ეს იდეალური საუზმე მოგცემთ მთელი დღის ენერგიას და გაწმენდს თქვენს ორგანიზმს.

თუ ტკბილის მოყვარული ხართ, შეგიძლიათ საუზმეს ერთი მწიკვი დარიჩინიც დაამატოთ, უფრო არომატული და მდიდრული გემო ექნება.

გაუზიარეთ სტატია ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულ ახლობლებსაც!