მთავარი რჩევები ცილა ბოტოქსზე ნაკლები არაა. ნაოჭები ერთი მოსმით გაქრება.

ცილა ბოტოქსზე ნაკლები არაა. ნაოჭები ერთი მოსმით გაქრება.

by guramus

შეგიძლიათ მარტივად იყიდოთ სახის გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი მაღაზიასა და აფთიაქში, მაგრამ არასდროს იცით რა მოათავსა მწარმოებელმა ქილაში და როგორ რეაგირებას მოახდენს თქვენი კანი მასზე.

გთავაზობთ ყურადღება გაამახვილოთ სახის ლიფტინგ-ნიღაბზე, რომელსაც სახლის პირობებში მარტივად დაამზადებთ. შედეგით ძალიან კმაყოფილი დარჩებით.

ნიღაბი სახის გაახალგაზრდავებისთვის

ინგრედიენტები

  • ნახევარი ბანანი ყავისფერი ლაქების გარეშე
  • 1 ჩ.კ.  ხმელი ჯანჯაფილი ან მისი წვენი
  • 2 ჩ. კ. კოსმეტიკური ზეითუნის ზეთი(შეიძლება სხვა ნებისმიერი)
  • 1 გატეხილი კვერცხის ცილა

მომზადება

ბანანი ჩანგლით დაჭყლიტეთ. დაამატეთ ჯანჯაფილი და ზეითუნის ზეთი.

ნიღაბს კვერცხის ცილის დამატებით კრემის სახე მიეცით.

გამოყენება

მასა თხელ ფენად დაიდეთ სახეზე, კისერსა და დეკოლტეზე. ოდნავ გააშრეთ და კიდევ 2-3 ფენა დაიდეთ. უკანასკნელი ფენა 10-15 წთ გააჩერეთ.

ნიღაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ და სახე ცივი წყლით დაიბანეთ.

სახეზე თქვენი კრემი ან შრატი წაისვით.

ამ ნიღბის ეფექტი მომენტალურია. მას გამამაგრებელი და ლიფტინგ ეფექტი აქვს და “მინუს 10 წელსაც” კი უწოდებენ.  გამოიყენეთ ერთხელ, ექსპრეს მოვლის სახით.

თუ სახის კანი სავალალო მდგომარეობაშია, კურსი ჩაიტარეთ: გაიკეთეთ 10 ნიღაბი და გაიმეორეთ არანაკლებ 5-6 დღის შუალედით.