მთავარი რჩევები ამ სასმელის მხოლოდ ორმა ჭიქამ მოახდინა სასწაული: ჩემს თერაპევტსაც კი გაუკვირდა ეფექტი!

ამ სასმელის მხოლოდ ორმა ჭიქამ მოახდინა სასწაული: ჩემს თერაპევტსაც კი გაუკვირდა ეფექტი!

by Keti

არომატული და სამკურნალო – აი, რა შეიძლება ითქვას ბალახეულისგან დამზადებულ ამ საოცარ სასმელზე. ეს ჩაი თერაპევტების მიერ აღიარებულია, როგორც ყველაზე ეფექტური საშუალება, რომელიც ხელს უწყობს ფილტვის ალვეოლების გასუფთავებას.

სასმელი, უნიკალური ინგრედიენტების წყალობით, განსაკუთრებით შეუცვლელია როგორც მოქმედი, ასევე ყოფილი მწეველებისთვის: ხსნის ანთებას და ამსუბუქებს ხველას. ხელს უწყობს ნახველის გათხელებას და მის გამოყოფას. დამხმარე საშუალების სახით, ეს ნაყენი, გვეხმარება ბრონქიტის დროსაც.

როგორ ამოვიღოთ ნახველი

მრავალძარღვა – ეფექტური ამოსახველებელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც გვეხმარება ფილტვებიდან ლორწოს ამოღებასა და თავისუფალ სუნთქვაში. ჭინჭარს გამოაქვს ტოქსინები. მელისას მცენარე აწყნარებს ხველას, ხსნის მკერდიდან ზეწოლის შეგრძნებას.

ინგრედიენტები

ერთი სუფრის კოვზი მელისა

ერთი სუფრის კოვზი მრავალძარღვა

ერთი სუფრის კოვზი ჭინჭრის თესლი

ხუთასი მილილიტრი წყალი

თაფლი

მომზადება და გამოყენება

  1. აადუღეთ წყალი, ჩაყარეთ მელისა, მრავალძარღვა და ჭინჭრის თესლი. გააჩერეთ ათი წუთით დაბალ ცეცხლზე.
  2. გადმოდგით ჭურჭელი და დატოვეთ დახურული ოცი წუთით, შემდეგ გადაწურეთ.
  3. გემოს გასაუმჯობესებლად გამოყენების წინ დაამატეთ თაფლი, დალიეთ ორასი მილილიტრი ნახარში მცირე ყლუპებით, დღეში ორჯერ, ჭამის წინ.

გასინჯეთ ეს სამკურნალო და არომატული ჩაი და თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ. ფილტვები სუფთა და ჯანმრთელი რომ იყოს, პირველ რიგში, უარი თქვით მოწევაზე, შეასრულეთ ფიზიკური ვარჯიშების თუნდაც საბაზისო კომპლექტი. თავი აარიდეთ მეტისმეტად დაბინძურებულ ადგილებს.

გაუზიარეთ მეგობრებს ეს რეცეპტი ფილტვების გასაჯანსაღებლად!