მთავარი რჩევები ყველაფერი ნერვებზე მოქმედებს. 10 საუკეთესო დამამშვიდებელი საშუალება ნერვული სისტემისთვის, ეს ფანტასტიკაა.

ყველაფერი ნერვებზე მოქმედებს. 10 საუკეთესო დამამშვიდებელი საშუალება ნერვული სისტემისთვის, ეს ფანტასტიკაა.

by guramus

მეოცე საუკუნეში ხშირად გაიგებთ ფრაზას: “ყველა დააავდება ნერვების ბრალია”. ცხოვრების რიტმი ჩქარდება, მოთხოვნები იზრდება, დაღლილობა იმატებს. მხოლოდ ჯანსაღი წესი აღარ გვყოფნის და პრეპარატების მიღება ხდება საჭირო, რომლებიც აღადგენენ ტონუსს და ნერვულ სისტემას ნორმაში მოიყვანენ.

ფარმაკოლოგია ვითარდება და ახალ წამლებს გვთავაზობს, რომლებიც ორგანიზმზე სწრაფად მოქმედებენ და გვერდითი ეფექტები არ აქვთ.

ეფექტური დამამშვიდებლები

«ფიტოსედანი»
ნატურალური პრეპარატი, რომელიც სტრესს ებრძვის. ეს იაფიანი საშუალება მშვენივრად ხსნის უძილობის პრობლემას. ასევე, არაა მავნე და ბავშვებისთვისაც რეკომენდირებულია. პაკეტების მეშვეობით ჩაის მსგავსად უნდა მიირთვათ.

«პერსენი»
ეს დამამშვიდებელი საშუალება მცენარეულია და დიდი პოპულარობით სარგებლობს. პრეპარატი ხსნის სტრესის სიმპტომებს, ხსნის დაძაბულობას. არ ამცირებს კონცენტრაციის უნარს.

«ტენოტენი»
ამ წამალში აქტიური ნივთიერებები პატარა დოზითაა, თუმცა მშვენივრად ეხმარება ადამიანებს, რომლებსაც სტრესი აქვთ და ნევროზით იტანჯებიან. ის აუმჯობესებს მეხსიერებას. არ აქვს გვერდითი ეფექტები. გამონაკლისი მხოლოდ 3 წლამდე ბავშვები და ორსულები არიან.

«დეპრიმი»
ეს დამამშვიდებელი საშუალება “ყველაზე ნატურალური ანტიდეპრესანტია”. დეპრიმს ხშირად უნიშნავენ უხასიათობის და გაღიზიანების დროს. წამალი აძლიერებს ფოტომგრძნობელობას, ამიტომაც სოლარიუმის ან რუჯის მიღებამდე ნუ მიმართავთ. ასევე, არ გამოიყენოთ სხვა დამამშვიდებლებთან ერთად.

«აფობაზოლი»
ეს პრეპარატი ტვინის უჯრედებზე მოქმედებს და გაღიზიანებას აფერხებს. ის ხელოვნურია, რადგანაც მცენარეებს არ შეიცავს. შეგიძლიათ მიიღოთ ალკოჰოლური სასმლის მიღების დროსაც. უნიშნავენ მათ ვისაც მოწევის ან დალევის მიტოვება უნდა. ებრძვის უძილობას.

«ჰერბიონი»
ეს პრეპარატი ფრთხილად უნდა გამოიყენოთ, რადგანაც ვალერიანის ფესვს, მელისას და სპირტს შეიცავს, რაც ნეგატიურად აისახება მძღოლებზე. განგათავისუფლებთ გაღიზიანებისგან. დღეში 20-30 წვეთი საკმარისია. 12 წლამდე ბავშვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

«ნოვო-პასიტი»
ამ პრეპარატს თავიდან ხველის საწინააღმდეგოდ ნიშნავდნენ. შემდეგ გაირკვა, რომ ის არამხოლოდ ხველას შველის, არამედ ნერვულ სისტემაზეც მოქმედებს. სპეციალისტები პრეპარატის სწრაფ მოქმედებას აღნშნავენ. მისი გავლენა ორგანიზმზე უკვე 30წუთშია შესამჩნევი.

«ფენიბუტი»
ააქტიურებს ტვინს და აუმჯობესებს მასში განვითარებულ მოვლენებს. უნივერსალური საშუალებაა შფოთვის მსოახსნელად. უნიშნავენ მუდმივი შიშის, ნერვიულობის დროს. შველის თავის ტკივილს. ხანგრძლივად მიღება რეკომენდირებული არაა.

«პანტოგამი»
ეს საშუალება იცავს ტვინს, ზრდის ფიზიკურ შრომისუნარიანობას.  გვერდითი ეფექტების შემთხვევაშ უბრალოდ შეამცირეთ დოზა და უსიამოვნო შეგრძნებებიც გაივლის. არ უნდა მიიღონ ორსულებმა.

«გლიცინი»
მას ბავშვებისთვის ყველაზე დამამშვიდებელ საშუალებად მიიჩნევენ. განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ცუდად ძინავს (3 წლის ზემოთ), აუმჯობესებს ტვინში გაცვლით პროცესებს, ებრძვის ემოციურ დაძაბულობას, აგრესიას, კონფლიქტებს. აუმჯობესებს განწყობას, აწესრიგებს ძილს. პრეპარატის მთვარი ღირსება გვერდითი ეფექტის არქონაა. ასევე, დაბალი ფასი.

დაკავდით სპორტით, უსმინეთ მედიტაციურ მუსიკას და მიმართეთ სასიამოვნო ქმედებებს.